18:43 - 11 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-09-24 17:41:54, 2154 ნახვა

კომენტარი
კობახიძე გოცირიძეს: ევროპა და ნატო ისევეა თქვენთვის ახლოს, როგორც კრიალოსანი ვირთან

„ევროპა, ნატო და დასავლეთი ისევეა თქვენთვის ახლოს, როგორც კრიალოსანი ვირთან“, - ასე მიმართა პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ, „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთ ლიდერს, რომან გოცირიძეს, პარლამენტის ბიუროს სხდომაზე.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, „არაკაცობაა ის შავი პიარი, რაც სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ მიმდინარეობს“.

 „იმ სამარცხვინო კამპანიას, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან პრეზიდენტობის ქალი კანდიდატის მისამართით წარიმართება, არც კაცობა, არაფერი ამას არ შეიძლება ეწოდოს. შავი პიარი ღიად წარმოებს „ნაციონალური მოძრაობისა“ და მისი სატელიტი პარტიების მხრიდან. ასე თქვენ ევროპასთან ვერ დაახლოვდებით და არც გაქვთ ამის სურვილი, რაც ჩანს. ევროპა, ნატო და დასავლეთი ისევეა თქვენთვის ახლოს, როგორც კრიალოსანი ვირთან - ეს შემიძლია პირდაპირ გითხრათ“, - აღნიშნა  პარლამენტის თავჯდომარემ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
ლექსო ლაშქარავას მკვლელობიდან 5 წელი გავიდა, შემსრულებლები გარეთ არიან, ორგანიზატორები დაუსჯელები
საია: ევროპის საბჭოს კომისარი შეუერთდა საქართველოს „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონის საქმეს
ჰერჩინსკი - მსოფლიო გამოწვევებთან გამკლავებით, ევროპა მხოლოდ ძლიერდება, საქართველო მათ შორის არ არის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics