|
2018-09-20 15:39:54, 1748 ნახვა
კომენტარი
კობახიძე: სიებში პრემიერის ხელმოწერის გამოყენება თავისთავად მეტყველებს გაყალბების ხარისხზე
„გაყალბებული სიები მიანიშნებს, ორ რამეზე, ერთი - ეს არის ის, რომ გაყალბება ეს არის ნაცმოძრაობის სტილი და ხელწერა და მეორე - ეს მიანიშნებს იმაზე, რომ ნაცმოძრაობას უჭირს 30 ათასი ხელმოწერის შეგროვება გაყალბების გარეშე",- ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ განუცხადა. მისი შეფასებით, ეს ყველაფერი იმას მიუთითებს, რომ „ნაციონალური მოძრაობა" საპრეზიდენტო არჩევნებში მძიმედ დამარცხდება. „ხედავთ, რომ „ნაციონალური მოძრაობა" სტილს არ ცვლის და ალბათ, ვერც ცვლის. ეს არის მათი სტილი, ისინი აყალბებდნენ არჩევნებს 2012 წლამდე და 2012 წლის ჩათვლით, სხვათა შორის, მთელი წლების განმავლობაში და ახლა უკვე, ისინი გადასულები არიან საარჩევნო სიების გაყალბებაზე. მათ წარადგინეს თავისი სახელით და თავისი სატელიტების სახელით, გაყალბებული სიები, რაც მიანიშნებს, კიდევ ერთხელ, ორ რამეზე: ერთი ეს არის ის, რომ გაყალბება ეს არის ნაცმოძრაობის სტილი და ხელწერა. მეორე - ეს მიანიშნებს იმაზე, რომ ნაცმოძრაობას უჭირს 30 ათასი ხელმოწერის შეგროვება გაყალბების გარეშე. ეს ყველაფერი ასევე მიუთითებს იმაზე, რომ „ნაციონალური მოძრაობა" ძალიან მწარედ და მძიმედ დამარცხდება ამ საპრეზიდენტო არჩევნებში და მას გაუჭირდება, ალბათ, იმ შედეგის გამეორებაც, რომელიც მან დადო ბოლო არჩევნებში, ეს იყო 17 %-იანი შედეგი. ნაცმოძრაობა ძალიან მძიმე მარცხს იწვნევს ამ არჩევნებში. ამაზე ვართ ჩვენ პასუხისმგებლები და ეს დაპირება შეგვიძლია მივცეთ ჩვენ საზოგადოებას",- განაცხადა ირაკლი კობახიძემ. მისი შეფასებით, სიებში პრემიერის ხელმოწერის გამოყენება თავისთავად მეტყველებს გაყალბების ხარისხზე. მომხდართან დაკავშირებით, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე უწყებათაშორისი კომისიისგან მკაცრ რეაგირებას ელოდება. „ის ფაქტი, რომ პრემიერის ხელმოწერაც არის გამოყენებული ამ სიებში, თავისთავად მეტყველებს თვითონ უპასუხისმგებლობის ხარისხზე და გაყალბების ხარისხზე. ეს არის ნაცმოძრაობის სტილი, ამას მიჩვეული ვართ ჩვენ 2003-2004 წლიდან მოყოლებული და შესაბამისად, მოლოდინი არც გვქონდა იმასთან დაკავშირებით, რომ ნაცმოძრაობა თავის სტილს შეიცვლიდა. ჩვენ მივმართეთ ამასთან დაკავშირებით უწყებათაშორის კომისიას და ველოდებით მკაცრ რეაგირებას ამასთან დაკავშირებით, კანონიდან გამომდინარე",- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ლექსო ლაშქარავას მკვლელობიდან 5 წელი გავიდა, შემსრულებლები გარეთ არიან, ორგანიზატორები დაუსჯელები
საია: ევროპის საბჭოს კომისარი შეუერთდა საქართველოს „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონის საქმეს
ჰერჩინსკი - მსოფლიო გამოწვევებთან გამკლავებით, ევროპა მხოლოდ ძლიერდება, საქართველო მათ შორის არ არის
"თეგეტამ" Rainmaking-ისა და Startupbootcamp Georgia-ს ლიდერშიფსერიის პირველ ღონისძიებას უმასპინძლა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთისთვის „შორი მოქმედების სარდლობის“ შექმნის შესახებ განაცხადა
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)