04:00 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-09-18 17:08:33, 1070 ნახვა

რეგიონი
ოკუპირებულმა აფხაზეთმა პირველი ე.წ. კუპიურა გამოუშვა

ოკუპირებულ აფხაზეთში პირველი ე.წ. კუპიურა გამოუშვეს, - ამის შესახებ Apsnypress იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, "კუპიურა" 500 აპსარის (5 ათასი რუბლის) ნომინალისაა.

"პირველ აფხაზურ კუპიურაზე პირველი პრეზიდენტი ვლადისლავ არძინბაა გამოსახული. ის 1992-93 წლებში აფხაზი ხალხის სამამულო ომში გამარჯვებას უკავშირდება. პირველი ქაღალდის ბანკნოტის გამოშვება ისტორიული მოვლენაა არამხოლოდ აფხაზეთის ბანკისთვის, არამედ მთელი რესპუბლიკისთვის", - განაცხადა დე-ფაქტო ცენტრალური ბანკის "თავმჯდომარემ" ბესლან ბარათელიამ.

ბრუნვაში ბანკნოტი 29 სექტემბრიდან ჩაეშვება. მისი ზომა 150X65 მილიმეტრია და ტირაჟი 10 ათასი ცალი იქნება. მისი ძირითადი ფერები ყავისფერი და მწვანეა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
სტამბოლში სტენდაფ კომიკოსი ერდოღანზე ხუმრობის გამო დააკავეს
რუსეთის ბენზინგასამართ სადგურებზე რიგები ახლა კოსმოსიდანაც ჩანს
ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების დაბომბვებმა ნავთობისა და გაზის ბიუჯეტის შემოსავლები ტრილიონი რუბლით შეამცირა
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის „საპრეზიდენტო“ არჩევნების ე.წ. ვადამდელი თარიღად 18 სექტემბერი დადგინდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics