01:29 - 30 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-09-18 10:25:29, 2413 ნახვა

პოლიტიკა
ლუკ კოფი - აშშ-ს შეუძლია, საქართველოს სამშვიდობო ინიციატივის უფრო წარმატებულად განხორციელებაში დაეხმაროს

აშშ-ს შეუძლია, უფრო აქტიურ პროცესში დაარწმუნოს პარტნიორები, რათა უკეთ გაითავისონ, რომ რუსული ჯარების ყოფნა საქართველოში საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციაა, - ამის შესახებ აშშ-ის საგარეო პოლიტიკის ექსპერტი "ჰერითიჯის ფონდის" მკვლევარი ლუკ კოფი აცხადებს.

მისი შეფასებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრის რანგში მამუკა ბახტაძის ვიზიტი აშშ-ში ხელსაყრელ დროს მიმდინარეობს და მნიშვნელოვანია, რომ ვაშინგტონში ამერიკელი და ქართველი ლიდერები იკრიბებიან, ორმხრივი ურთიერთობის განმტკიცებისთვის გადასადგმელი ახალი ნაბიჯების განსახილველად.

"ტრამპის ადმინისტრაცია საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაზრდის თვალსაზრისით დიდ დახმარებას უწევს და ამის ერთგული რჩება დღესაც. ვფიქრობ, მომავალშიც ამერიკის მთავრობამ სწორედ ამ მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავებისკენ უნდა მიმართოს ძალისხმევა.

ამერიკის შეერთებულ შტატებს შეუძლია საქართველოს დაეხმაროს  ქვეყნის  მთავრობის მიერ წამოწყებული სამშვიდობო  ინიციატივის - "ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ" უფრო წარმატებულად განხორციელებაში - გამოხატოს პოლიტიკური და დიპლომატიური მხარდაჭერა. 

ვაშინგტონის მხრიდან ამ ინიციატივის აქტიური მხარდაჭერა სხვა ქვეყნებისთვისაც  მისაბაძი იქნება,  ეს ძალისხმევა კი საქართველოს მთავრობის პოზიციას გააძლიერებს და ამ ინიციატივას უფრო სანდოსა და ქმედითს  გახდის საქართველოს მოქალაქეებისთვისა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები პირებისთვის",- აცხადებს ლუკ კოფი.

ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტრო სექტემბერში გაუქმდება
შეიქმნება რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა, რომელსაც მამუკა მდინარაძე დაიკავებს
იან კელი და დევიდ კრამერი: აშშ-მა და ევროკავშირმა „ქართულ ოცნებაზე“ ზეწოლა უნდა გააძლიერონ
PHR: სააპელაციომ დააკმაყოფილა ბექა შონიასთვის სამედიცინო მომსახურების შინ მიღების მოთხოვნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics