|
2018-09-12 23:11:33, 1896 ნახვა
პოლიტიკა
ესტონეთის პრეზიდენტი: ოკუპაციას დავარქვათ ოკუპაცია და არასდროს დავნებდეთ
ესტონეთის პრეზიდენტმა კერსტი კალიულაიდიმ იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს პრობლემები მალე გადაიჭრება. "ძალიან ბედნიერი ვარ საქართველოში დაბრუნებით, სადაც მაქვს საშუალება მონაწილეობა მივიღო ჯონ მაკკეინის ინსტიტუტის მიერ ორგანიზებულ კონფერენციაში. ჩვენ ცოტა ხნის წინ დავკარგეთ სენატორი მაკკეინი და ძალიან ემოციურია იმის ნახვა, რაც მან გააკეთა. მან შექმნა კონკრეტული და პრაქტიკული შესაძლებლობები, რათა განვითარებულიყო დასავლურ დემოკრატიებს შორის თანამშრომლობა. ჩვენ ყველა ერთად უნდა ვიდგეთ, მის სახელზეც, რათა ხელი შევუწყოთ დასავლურ კავშირებსა და დემოკრატიებს და ასევე ხელი შევუწყოთ პოლიტიკურ გამბედაობას, რათა ყველაფერს თავისი სახელი დავარქვათ, ოკუპაციას დავარქვათ ოკუპაცია და არასდროს დავნებდეთ, მაშინაც კი როდესაც ნახევარი საუკუნე გვჭირდება სტრატეგიული მიზნების მისაღწევად“, - აღნიშნა კერსტი კალიულაიდიმ. საქართველო და ესტონეთი ხაზგასმით აღნიშნავენ ევროატლანტიკური უსაფრთხოების თვალსაზრისით შავი ზღვის რეგიონის მნიშვნელობას, საქართველოს როლს, როგორც რეგიონის ასევე საერთო ევროატლანტიკურ უსაფრთხოებაში. ქართულმა მხარემ ხაზი გაუსვა ესტონეთის განსაკუთრებულ მხარდაჭერას საქართველოს დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობის პროცესში.
საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტრო სექტემბერში გაუქმდება
შეიქმნება რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა, რომელსაც მამუკა მდინარაძე დაიკავებს
იან კელი და დევიდ კრამერი: აშშ-მა და ევროკავშირმა „ქართულ ოცნებაზე“ ზეწოლა უნდა გააძლიერონ
PHR: სააპელაციომ დააკმაყოფილა ბექა შონიასთვის სამედიცინო მომსახურების შინ მიღების მოთხოვნა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)