03:19 - 13 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-09-12 13:11:45, 1022 ნახვა

სამართალი
გიორგი გახარია - მარიხუანის მოყვანა, წარმოება, გადამუშავება და ა.შ. უნდა იყოს მკაცრად რეგულირებადი საქმიანობა

შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ, მთავრობის სხდომის შემდეგ ჟურნალისტებთან ახალი კანონპროექტით გათვალისწინებულ მარიხუანის რეგულაციების გამკაცრებაზე ისაუბრა.

გიორგი გახარიამ კანონპროექტის განხილვისას, ჟურნალისტების მიერ დასმულ შეკითხვებსაც უპასუხა, რომელიც კანაფის მოყვანა-წარმოებისთვის საჭირო ლიცენზიებს ეხებოდა.

 „მოდით, ასე ვთქვათ, ეკონომიკურ ნაწილზე ისაუბრებენ ჩემი ეკონომისტი კოლეგები, რეგულაციის ნაწილზე შემიძლია გითხრათ, რომ მსგავსი რეგულაციებისთვის აუცილებლად უნდა შეიქმნას სპეციალიზებული სააგენტო, რეგულატორი, რომლის ფარგლებში მოხდება, როგორც სალიცენზიო პირების დადგენა, კონკრეტულ შემთხვევებსა და კონკრეტულ პირობებში, ასევე, სხვადასხვა საქმიანობაზე იქნება სხვადასხვა ლიცენზია. ეს არ შეიძლება იყოს მხოლოდ და მხოლოდ წარმოება, შეიძლება იყოს მოყვანა, წარმოება, გადამუშავება და ა.შ. ეს უნდა იყოს მკაცრად რეგულირებადი საქმიანობა, რომელსაც ეყოლება თავისი რეგულატორი, სადაც უმკაცრესი და რაც მთავარია, ეფექტიანი კონტროლის მექანიზმები იქნება აბსოლუტურად ღია, ტრანსპარენტული და ყველასთვის გასაგები. ამისთვის იქმნება სააგენტო, რომელმაც უნდა განსაზღვროს ტარიფები, ლიცენზიის საფასური, იმ კონკურსის სახეობები, რომლითაც ეს ლიცენზიები უნდა გაიცეს და ა.შ.“, - განაცხადა შს მინისტრმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
დემოკრატი სენატორი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას მოუწოდებს „ლინდსი გრეჰემის ხსოვნისადმი“
ირანი აცხადებს, რომ ქუვეითში ამერიკული HIMARS-ის რაკეტმზიდები გაანადგურა
გარემოს ეროვნული სააგენტო -თელავში მოსულმა უხვმა ატმოსფერულმა ნალექმა მდინარე თელავისხევის აუზში ღვარცოფული პროცესების მკვეთრი გააქტიურება გამოიწვია
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics