|
2018-09-08 19:32:11, 3502 ნახვა
პოლიტიკა
ცესკო-ში საპრეზიდენტო კანდიდატად 46 ადამიანი დარეგისტრირდა
„ცენტრალურ საარჩევნო კომისიას საპრეზიდენტო კანდიდატად რეგისტრაციისთვის 46-მა მსურველმა მიმართა“, - ამის შესახებ ცესკო-ს სპიკერმა, ანა მიქელაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც მან აღნიშნა, საინიციატივო ჯგუფების და პოლიტიკური პარტიების მიერ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში კანდიდატის დარეგისტრირება საღამოს 6 საათზე შეწყდა. „კანონმდებლობის თანახმად, მომართვის შემდეგ იწყება ხელმოწერების შეგროვება. ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ხელმოწერები წარმოდგენილი უნდა იყოს არჩევნების დღემდე არაუგვიანეს მე-40 დღისა, რაც არის 18 სექტემბერი. ხოლო ხელმოწერების შემოწმება სრულდება, კანონმდებლობით, არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 30-ე დღისა და არაუგვიანეს 30-ე დღისა ხდება კანდიდატის რეგისტრაციაში გატარება“, - განაცხადა ანა მიქელაძემ. შეგახსენებთ, რომ საპრეზიდენტო არჩევნები 28 ოქტომბერს გაიმართება.
საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტრო სექტემბერში გაუქმდება
შეიქმნება რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა, რომელსაც მამუკა მდინარაძე დაიკავებს
იან კელი და დევიდ კრამერი: აშშ-მა და ევროკავშირმა „ქართულ ოცნებაზე“ ზეწოლა უნდა გააძლიერონ
PHR: სააპელაციომ დააკმაყოფილა ბექა შონიასთვის სამედიცინო მომსახურების შინ მიღების მოთხოვნა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)