03:51 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-09-08 14:26:17, 873 ნახვა

რეგიონი
საშტორმო გაფრთხილების მიუხედავად, მაშველებმა ზღვიდან 12 მოქალაქე გამოიყვანეს

საშტორმო გაფრთხილების მიუხედავად, 12:00 საათიდან - 14:00 საათამდე მაშველებმა ზღვიდან 12 მოქალაქე უვნებლად გამოიყვანეს.

 ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

უწყება მოქალაქეებს კიდევ მოუწოდებს, მაშველების რეკომენდაციებს დაემორჩილონ.

ცნობისთვის, შავ ზღვაზე 5-ბალიანი შტორმია მოსალოდნელი, ტალღების სიგრძე კი, 4 მეტრს მიაღწევს. ზღვის სანაპიროზე, ყველა სამაშველო კოშკურაზე აღმართულია წითელი ალამი.

„კოშკურებზე თეთრი ალმის აღმართვის შემთხვევაში ზღვაში ბანაობა ნებადართული იქნება; ყურადღება მიაქციეთ ამკრძალავ ნიშნებს. აკრძალვა მოქმედებს 9 სექტემბრის 10:00 საათამდე“, - ნათქვამია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
სტამბოლში სტენდაფ კომიკოსი ერდოღანზე ხუმრობის გამო დააკავეს
რუსეთის ბენზინგასამართ სადგურებზე რიგები ახლა კოსმოსიდანაც ჩანს
ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების დაბომბვებმა ნავთობისა და გაზის ბიუჯეტის შემოსავლები ტრილიონი რუბლით შეამცირა
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის „საპრეზიდენტო“ არჩევნების ე.წ. ვადამდელი თარიღად 18 სექტემბერი დადგინდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics