|
2018-09-05 12:29:46, 1222 ნახვა
კომენტარი
რუსი ჟურნალისტი: რუსეთი ოკუპანტი არ არის - ტერიტორია ეკუთვნის იმ ხალხს, ვინც იქ ცხოვრობს
რუსული სახელისუფლებლო გამოცემა "რია ნოვოსტის" პოლიტიკური მიმომხილველის დიმიტრი კოსირევის განცხადებით, რუსეთი ოკუპანტი არაა. როგორც მან ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა, საკითხის განსახილველად საჭიროა დიალოგი. "ვფიქრობ, რომ დიდი ალბათობით, რუსეთი ოკუპანტი არ არის. მე არ ვიცი, ეს ჩემი სპეციალობა არაა, თუმცა მე ეს ასე მეჩვენება. თქვენ შეგიძლიათ დამარწმუნოთ, რომ მე ვცდები, ეს შესაძლებელია, თუმცა ვფიქრობ, რომ ეს ასე არ არის, ამას ვგრძნობ. ჩავთვალოთ, რომ ამ ვიზიტიდან მე დავბრუნდები ახალი ინფორმაციით, რომელზეც ვიფიქრებ. რაც შეეხება კითხვას, ვისი ტერიტორიაზე ოკუპირებული აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი, ასე უპასუხა: „მიმაჩნია, რომ ნებისმიერი ტერიტორია ეკუთვნის იმ ხალხს, ვინც იქ ცხოვრობს. ჩვენს ტელევიზიაში ხშირად ეწყობა სპეციალური გადაცემები, რომელშიც მონაწილეობენ ძირითადად უკრაინელები. ტელევიზია მათ აძლევს საშუალებას ისაუბრონ, იჩხუბონ, თუმცა ეს არის დიალოგი, რომელშიც ან მონაწილეობ, ან არა. დიალოგის მიმდინარეობისას ადამიანები იგებენ, თუ რა ხდებ მთელ მსოფლიოში, ვინ რას ფიქრობს. ეს არის ტიპიური სიტუაცია. დასავლური ქვეყნები რაღაცას გამოთქვამენ, შემდეგ იცვლიან საკუთარ მოსაზრებას. ახლა დასავლურ ქვეყნებში მიმდინარეობს იდეური და პოლიტიკური რევოლუციის მსგავსი პროცესი. ახლა დასავლეთის მსგავსად ფიქრი, სამწუხარო სურათია, რადგან ის თავად ახლა იშლება ნაწილებად. აშშ-ში მიმდინარეობს სამოქალაქო ომი, წადით და ნახეთ რა ხდება“, - განაცხადა კოსირევმა. ცნობისთვის, თბილისში, სასტუმრო „ვერე პალასში“ პუტინის ფონდის მიერ დაფინანსებული მედია ფორუმი მიმდინარეობს. აღნიშნულის გამო, სასტუმროსთან დილიდან მოქალაქეები არიან შეკრებილი და ფორუმის ჩატარებას აპროტესტებენ.
კახა კალაძე 4 ოქტომბრის საქმეზე მორიგ დაკავებაზე: შესაბამისი საგამოძიებო უწყებები მოწოდების სიმაღლეზე არიან, ყველამ უნდა აგოს პასუხი
კახა კალაძე ელისაშვილის განაჩენზე: როდესაც კანონს ცდები, ყოველთვის მოყვება შესაბამისი რეაგირება
პოლიციამ ფატიმა კარიმოვას მკვლელობისთვის ძებნილი ბიძაშვილი, ემინ ალიევი ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში დააკავა
Apple-მა OpenAI-ს უჩივლა და კომპანიას სავაჭრო საიდუმლოებების მოპარვაში დასდო ბრალი
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთისთვის „შორი მოქმედების სარდლობის“ შექმნის შესახებ განაცხადა
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)