05:04 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-09-04 17:01:36, 3864 ნახვა

მსოფლიო
ტრამპის გაფრთხილების მიუხედავად, რუსეთმა იდლიბი დაბომბმა

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის დონალდ ტრამპის გაფრთხილების მიუხედავად, რუსულმა ბომბდამშენებმა სირიის პროვინცია იდლიბი დაბომბეს.

ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

მედიასაშუალების ინფორმაციით, აღნიშნული იერიში ბოლო სამი კვირის განმავლობაში პირველია.

პრო-ოპოზიციური Step News Agency-ს ცნობით, ავიადარტყმები იდლიბის 6 სოფელზე განხორციელდა, რომლებსაც ადგილობრივი მეამბოხეები აკონტროლებენ. ამ დროისთვის ავიაიარიშის შედეგად დაღუპულთა და დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

შეგახსენებთ, მანამდე აშშ-ის ლიდერმა დონალდ ტრამპმა, სირიის პრეზიდენტი ბაშარ ასადი გააფრთხილა, რომ იდლიბზე ავიადარტყმა არ უნდა განხორციელებულიყო. საუბარი იყო რუსეთის და ირანის მიერ ავიადარტყმის შესაძლო განხორციელებაზე. მოგვიანებით, კრემლის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ სირიის არმია უკვე მზად იყო, რუსეთის დახმარებით „ტერორიზმის ბუდე გაესუფთავებინა“.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მთავრობამ რუსეთიდან დიზელის საწვავის ექსპორტი აკრძალა, ბენზინისა და თვითმფრინავის საწვავის შემდეგ
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics