|
2018-09-02 11:45:23, 2113 ნახვა
პოლიტიკა
ბაქრაძე: საქართველომ დაკარგა პოლიტიკურად ძალიან დიდი მეგობარი
სენატორ ჯონ მაკკეინის მემორიალური ცერემონია, დღეს ვაშინგტონში, ეროვნულ კათედრალში გაიმართა. საქართველოდან ღონისძიებას ევროპული საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი, დავით ბაქრაძეც დაესწრო. "დღეს საქართველომ დაკარგა პოლიტიკურად ძალიან დიდი მეგობარი. ჩვენ დავკარგეთ კონგრესში და სენატში ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე დიდი მხარდამჭერი და არ არსებობდა არც ერთი წელი, როდესაც საუბარი არ იყო თავდაცვის დახმარებაზე, როდესაც საუბარი არ იყო საქართველოს უსაფრთხოებაზე. არ ყოფილა არც ერთი წელი, რომ კონგრესს ისე მიეღო თავდაცვის აქტები, რომ ჯონ მაკკეინს არ მოეთხოვა ცვლილებების შეტანა და საქართველოსთვის დახმარების გაზრდა. ბუნებრივია, რომ ეს არის ძალიან დიდი დანაკლისი პოლიტიკური, ადამიანური, მორალურიც. ჩვენ ვალდებულნი ვართ, სამწუხაროდ მცირე დელეგაციით, აქ ვიყოთ და კიდევ ერთხელ გამოვხატოთ მადლიერება სენატორ მაკკეინის მიმართ," - დავით ბაქრაძე.
საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტრო სექტემბერში გაუქმდება
შეიქმნება რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა, რომელსაც მამუკა მდინარაძე დაიკავებს
იან კელი და დევიდ კრამერი: აშშ-მა და ევროკავშირმა „ქართულ ოცნებაზე“ ზეწოლა უნდა გააძლიერონ
PHR: სააპელაციომ დააკმაყოფილა ბექა შონიასთვის სამედიცინო მომსახურების შინ მიღების მოთხოვნა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)