05:03 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-09-01 11:04:14, 2866 ნახვა

მსოფლიო
თვითაღიარებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკის „ლიდერის“ მკვლელობაში ეჭვმიტანილები დაკავებულები არიან

თვითაღიარებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკის "ლიდერის" მკვლელობაში ეჭვმიტანილები დაკავებულები არიან, - ამის შესახებ ე.წ. პარლამენტის დეპუტატმა ოლეგ ცარევმა განაცხადა.

ინფორმაციას "რია ნოვოსტი" ავრცელებს.

"ასაფეთქებელი მოწყობილობა კაფეში, იმ ტორშერში იყო დამონტაჟებული, რომელთანაც ალექსანდრ ზახარჩენკო იჯდა. ის ამ რესტორანში ხშირად დადიოდა. აღნიშნული დაწებულება მისი დაცვის უფროსს ეკუთვნის. ეჭვმიტანილები დაკავებულები არიან. ამ ეტაპზე საზღვრები გადაკეტილია, რადგან რესპუბლიკაში ტერაქტი განხორციელდა", - განაცხადა ცარევმა.

მედია საშუალების ინფორმაციით, ალექსანდრ ზახარჩენკოს 2 სექტემბერს დაკრძალავენ. ამასთან, ე.წ. რესპუბლიკაში მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით, 3-დღიანი გლოვა გამოცხადდა. დე-ფაქტო ხელისუფლებამ ხსენებულ ფაქტს ტერაქტი უწოდა. სულ მომხდარი აფეთქების შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ზახარჩენკოს დაცვის წევრი, ხოლო დაშავდა 11 ადამიანი, რომელთაგან ერთ-ერთი ე.წ. ფინანსთა მინისტრია. 6 დაშავებული საავადმყოფოშია გადაყვანილი. 

ცნობისთვის, თვითაღიარებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკის "ლიდერი" ალექსანდრ ზახარჩენკო 31 აგვისტოს ერთ-ერთ კაფეში მომხდარი აფეთქების შედეგად დაიღუპა. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მთავრობამ რუსეთიდან დიზელის საწვავის ექსპორტი აკრძალა, ბენზინისა და თვითმფრინავის საწვავის შემდეგ
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics