|
2018-08-24 13:35:20, 653 ნახვა
რეგიონი
სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიის სპეციალისტებმა ბათუმში, სამუშაო შეხვედრაში მიიღეს მონაწილეობა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაქვემდებარებული ლაბორატორიის სპეციალისტებმა ბათუმში, სამუშაო შეხვედრაში მიიღეს მონაწილეობა. სამინისტროს ცნობით, პროექტი, „ცოფის უკეთესი კონტროლის სტრატეგია“ აშშ-ს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრების სამხრეთ კავკასიის წარმომადგენლობის ორგანიზებით გაიმართა. შეხვედრის ფარგლებში მოხდა ცოფის სამუშაო ჯგუფის წევრების არჩევა, ვაქცინაციის ექსპერტებთან საკონსულტაციო შეხვედრისთვის თარიღის დადგენა და ცოფის კონტროლის სტრატეგიის შემუშავება. შეხვედრის დროს, მონაწილეებმა წარმოადგინეს პრეზენტაციები, ჩატარდა რამდენიმე დღიანი სამუშაო პრაქტიკები. ლაბორატორიის სპეციალისტები გააკეთებენ პრეზენტაციას ცოფის დაავადებასთან დაკავშირებით. შეხვედრის მიზანია სამეცნიერო კვლევაში ცოფის ვირუსის ობიექტური შეფასება, ქართული სტანდარტების ჩამოყალიბება-დანერგვის საკითხების განხილვა და მათი გაზიარება სამეცნიერო საზოგადოებასთან. ასევე, ქვეყნისა და საზოგადოებრივ ჯანდაცვაზე მომუშავე სტრუქტურების პოტენციალის განსაზღვრა სხვადასხვა რისკების დროს. პროექტის შედეგია რეგიონში დარგის სპეციალობების მიხედვით საკუთარი გამოცდილებისა და ცოდნის გაზიარება და შემდგომ საკუთარ ქვეყნებში მომხმარებლებისათვის გაუმჯობესებული სერვისის შეთავაზება.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
კიევში რუსეთის მასშტაბური საჰაერო დარტყმის შედეგად მრავალსართულიანი შენობები ჩამოინგრა, ათი ადამიანი დაიღუპა და 50-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)