|
2018-08-24 12:43:37, 548 ნახვა
რეგიონი
აჭარაში მომსახურების ხარისხის კვლევა მიმდინარეობს
აჭარაში კვებისა და განთავსების ობიექტებში მომსახურების ხარისხის კვლევა მიმდინარეობს. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მომსახურების ხარისხის დასადგენად კვლევას რეგიონში არსებულ ყველა მინიციპალიტეტში არსებულ 200-მდე ტურისტულ ობიექტში ჩაატარებს, მათ შორის 120 განთავსების და 80 კვების ობიექტია. კვლევის მიზანია რეგიონში მომსახურების სფეროში არსებული ხარვეზების გამოვლენა, გაანალიზება და სფეროში დასაქმებული ადამიანებისთვის მიზნობრივი სატრენინგო პროგრამის შემუშავება. კვლევის შედეგად განთავსებისა და კვების ობიექტების პერსონალი მოწმდება მომსახურების სტანდარტების შესაბამისად, კერძოდ: ჯავშნის მიღება, სტუმრების განთავსება, დასუფთავების კომპონენტი, პერსონალის მიერ რთული სიტუაციებიდან ოპტიმალური გამოსავლის სწრაფი და ეფექტური გადაწყვეტილებების მიღების უნარი. „ჩვენთვის მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, როგორია სერვისის დონე რეგიონში არსებულ კვებისა და განთავსების ობიექტებში, რა ტიპის გამოწვევებისა და ხარვეზების წინაშე დგას სექტორი. 2019 წლისთვის სწორედ, კვლევის შედეგებზე დაყრდნობით ვგეგმავთ შევიმუშაოთ მაქსიმალურად ეფექტური სატრენინგო პროგრამები, რომელიც ორიენტირებული იქნება სერვისის დონის გაუმჯობესებაზე. ჩვენთვის მნიშვნელონია რეგიონის თითოეული სტუმარი იყოს კმაყოფილი. ამას კი მნიშვნელოვნად განაპირობებს ის ტურისტული ობიექტები, სადაც ტურისტები ღებულობენ სხვადასხვა სახის მომსახურებას. პროექტში ჩართულ თითოეულ ობიექტს ინდივიდულურად მივაწვდით ინფორმაციას მათთან არსებული მდგომარეობის შესახებ, რაც სასტუმროებისა და რესტორნების მენეჯმენტს დაეხმარება ეფექტურად დაგეგმონ თავიანთი სამოქმედო გეგმა“, - გაანცხადა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე სულხან ღლონტმა. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა რეგიონში მომსახურების ხარისხის კვლევა ივლისში დაიწყო და სექტემბრის ბოლოს დაასრულებს. კვლევის შედეგების ძირითად ტენდენციებს დეპარტამენტი საზოგადოებას წლის ბოლოს გააცნობს.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
კიევში რუსეთის მასშტაბური საჰაერო დარტყმის შედეგად მრავალსართულიანი შენობები ჩამოინგრა, ათი ადამიანი დაიღუპა და 50-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)