|
2018-08-23 19:06:17, 1181 ნახვა
პოლიტიკა
ფინანსთა მინისტრი გერმანულ მხარესთან აჭარის რეგიონის წყალმომარაგების სისტემის გაუმჯობესების ხელშეკრულებას მოაწერს ხელს
გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერის, ანგელა მერკელის ვიზიტის ფარგლებში, 24 აგვისტოს, ხელი მოეწერება „აჭარის სოფლების წყალმომარაგებისა და წყალარინების პროგრამის" სასესხო და საგრანტო ხელშეკრულებებს. ხელშეკრულებებს ხელს მოაწერენ საქართველოს ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი და გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KFW) აღმოსავლეთ ევროპის, კავკასიისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის უფროსი ოლაფ ციმელკა. აღნიშნული პროექტისთვის, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობა შეღავათიანი ფინანსური რესურსის სახით 40 მილიონ ევროს, ხოლო 3 მილიონ ევროს გრანტის სახით გამოყოფს. თანხა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ხულოს, ქედას და შუახევის, ხელვაჩაურის და ქობულეთის მუნიციპალიტეტების სოფლებში წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების რეაბილიტაციას მოხმარდება. გერმანია საქართველოსთვის მნიშვნელოვანი განვითარების პარტნიორია. გერმანიის მთავრობის მხარდაჭერით, რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KfW) მეშვეობით, ასევე გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებასთან (GIZ) მჭიდრო თანამშრომლობით, განხორციელდა და დღესაც მიმდინარეობს საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესი პროექტების დაფინანსება.
(NS)
საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტრო სექტემბერში გაუქმდება
შეიქმნება რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა, რომელსაც მამუკა მდინარაძე დაიკავებს
იან კელი და დევიდ კრამერი: აშშ-მა და ევროკავშირმა „ქართულ ოცნებაზე“ ზეწოლა უნდა გააძლიერონ
PHR: სააპელაციომ დააკმაყოფილა ბექა შონიასთვის სამედიცინო მომსახურების შინ მიღების მოთხოვნა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)