21:27 - 29 Jul, 2026
|
2018-08-21 18:41:13, 1956 ნახვა
პოლიტიკა
პრემიერი სუს-ის უფროსის მოადგილის გადადგომაზე გაკეთებულ განცხადებებს პოლიტიკურ აჟიოტაჟს უწოდებს
პრემიერ-მინისტრი, მამუკა ბახტაძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილის, იოსებ გოგაშვილის გადადგომის საკითხზე გაკეთებულ განცხადებებს პოლიტიკურ აჟიოტაჟს უწოდებს. პრემიერის თქმით, სუს-ის უფროსის მოადგილის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განმარტებებს თავად უწყება გააკეთებს. „ამ საკითხთან დაკავშირებით, მე ვფიქრობ, რომ თვითონ უწყება გააკეთებს კომენტარს. რაც შეეხება სხვა მოსაზრებას, რაც თქვენ აღნიშნეთ, ეს არის, მგონი, პოლიტიკური აჟიოტაჟის შემოტანის მცდელობა“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ. შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილემ, იოსებ გოგაშვილმა თანამდებობა დატოვა. უწყებაში გადადგომის მიზეზებზე არ საუბრობენ. ოსებ გოგაშვილი სუს-ის უფროსის მოადგილის პოსტს 2015 წლის აგვისტოდან იკავებდა.
საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტრო სექტემბერში გაუქმდება
შეიქმნება რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა, რომელსაც მამუკა მდინარაძე დაიკავებს
იან კელი და დევიდ კრამერი: აშშ-მა და ევროკავშირმა „ქართულ ოცნებაზე“ ზეწოლა უნდა გააძლიერონ
PHR: სააპელაციომ დააკმაყოფილა ბექა შონიასთვის სამედიცინო მომსახურების შინ მიღების მოთხოვნა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)