|
2018-08-16 18:46:46, 1846 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: ჩვენ გვაქვს ჩვენი წითელი ხაზები და ეს დაკავშირებულია ტერიტორიულ მთლიანობასთან
„ჩვენ გვაქვს ჩვენი წითელი ხაზები და ეს წითელი ხაზები პირველ რიგში დაკავშირებულა, რა თქმა უნდა, ტერიტორიულ მთლიანობასთან“, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხდა. პარლამნეტის თავჯდომარე გამოეხმაურა ოკუპირებული აფხაზეთის ყოფილი ე.წ. პრემიერ-მინისტრის, სერგეი შამბას მიერ გაკეთებული განცხადებას. „პარლამენტმა წინა სესიაზე დაამტკიცა სამშვიდობო ინიციატივა. ჩვენ გვაქვს გაცხადებული ჩვენი პოლიტიკა, ეს არის სამშვიდობო პოლიტიკა და ვმოქმედებთ ბუნებრივია ამ პრიორიტეტების შესაბამისად. ასევე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ხაზგასმით უნდა ითქვას ის, რომ ჩვენ გვაქვს ჩვენი წითელი ხაზები და ეს წითელი ხაზები პირველ რიგში დაკავშირებულა, რა თქმა უნდა, ტერიტორიულ მთლიანობასთან. ეს იქნება ამოსავალი წერტილი, ეს არის ურყევი პრინციპი, რომლის მიხედვითაც ჩვენ ვმოქმედებთ“, -განაცხადა კობახიძემ. მისივე თქმით, ქართული მხარის ინიციატივას განვითარდეს ურთიერთობები ადამიანებს შორის რუსეთი ხელოვნურ ბარიერებს უქმნის. „ჩვენი პრიორიტეტია ზოგადად, რა თქმა უნდა, ადამიანებს შორის ურთიერთობების გაღრმავება, განვითარება. სამწუხაროდ, ამ ურთიერთობებს ექმნება ხელოვნური ბარიერი რუსეთის ფედერაციის მხრიდან და ეს არის დღევანდელი რეალობა. ჩვენი ინტერესია, რომ მაქსიმლურად განვითარდეს ადამიანებს შორის ურთიერთობები იმისათვის, რომ აღსდგეს ნდობა ჩვენს შორის და ეს ძალიან მნიშვნელოვანია“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. შეგახსენებთ, რომ ოკუპირებული აფხაზეთის ყოფილმა ე.წ. პრემიერ-მინისტრმა, სერგეი შამბამ განაცხადა, რომ ქართველები მტრად არ მიაჩნია და საქართველოში მეგობრებიც ჰყავს.
საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტრო სექტემბერში გაუქმდება
შეიქმნება რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა, რომელსაც მამუკა მდინარაძე დაიკავებს
იან კელი და დევიდ კრამერი: აშშ-მა და ევროკავშირმა „ქართულ ოცნებაზე“ ზეწოლა უნდა გააძლიერონ
PHR: სააპელაციომ დააკმაყოფილა ბექა შონიასთვის სამედიცინო მომსახურების შინ მიღების მოთხოვნა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)