|
2018-08-08 11:09:04, 1234 ნახვა
პოლიტიკა
პრეზიდენტი: გამარჯვება უფრო ახლოსაა, რადგან არ გამტყდარა რწმენა და მხარდამჭერების რაოდენობა გაზრდილია
საქართველოს პრეზიდენტმა, დღეს, მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე 2008 წლის აგვისტოს ომში გარდაცვლილი გმირების ხსოვნას პატივი მიაგო და მათი მემორიალი გვირგვინით შეამკო. ქვეყნის პირველმა პირმა დაღუპულთა ოჯახის წევრებს კიდევ ერთხელ მიუსამძიმრა. „ათი წელი გავიდა აგვისტოს ტრაგედიიდან. კიდევ ერთხელ მინდა ყველას შევახსენო, რომ ეს არ იყო პირველი თავდასხმა თავისუფალ საქართველოზე. პირველად რუსეთი შეეცადა დავესაჯეთ ჩვენი დამოუკიდებლობის აღდგენის პირველსავე წლებში. ეს იყო ოთხმოცდაათიანების ომი, რომელსაც რუსეთი აწარმოებდა როგორც აფხაზეთში, ისე ცხინვალის რეგიონში. ათი წლის წინ იყო ვერაგული თავდასხმის კიდევ ერთი ტალღა. დღეს, როდესაც ვფიქრობთ წარსულზე, ჩვენ ვხედავთ, რომ გამარჯვება და ქვეყნის გამთლიანება უფრო ახლოს არის, რადგან არ გამტყდარა არც ჩვენი მორალი, არც რწმენა და მხარდამჭერების რაოდენობა გაზრდილია. ყველა იმ ადამიანს, ვისაც დღეს სიმძიმე აქვს გულში, მინდა ვანუგეშო, რომ ყოველი დღე, ყოველი თვე გვაახლოებს ჩვენ ქვეყნის გამთლიანებასთან და არ გვაშორებს. ასე ხდებოდა მანამდეც და ასე მოხდება მომავალშიც", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა. ქვეყნის უმაღლეს მთავარსარდალთან ერთად, მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი, უშიშროების საბჭოს მდივანი და პრეზიდენტის საგარეო ურთიერთობათა მდივანი იმყოფებოდნენ.
შეიქმნება რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა, რომელსაც მამუკა მდინარაძე დაიკავებს
იან კელი და დევიდ კრამერი: აშშ-მა და ევროკავშირმა „ქართულ ოცნებაზე“ ზეწოლა უნდა გააძლიერონ
PHR: სააპელაციომ დააკმაყოფილა ბექა შონიასთვის სამედიცინო მომსახურების შინ მიღების მოთხოვნა
სააგენტო: 30-31 ივლისს აღმოსავლეთ საქართველოში წვიმა, სეტყვა და ღვარცოფის საფრთხეა მოსალოდნელი
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)