|
2018-08-06 17:24:35, 1011 ნახვა
პოლიტიკა
აშშ-ის საელჩო: საქართველოში შემოჭრის შემდეგ რუსეთი ოკუპირებულ ტერიტორიებზე ბორდერიზაციის პოლიტიკას განაგრძობს
საქართველოში შემოჭრის შემდეგ რუსეთი ოკუპირებულ ტერიტორიებზე ბორდერიზაციის პოლიტიკას განაგრძობს. რუსეთი აღმართავს ბარიერებს, რომელსაც უარყოფითი გავლენა აქვს მავთულხლართის ორივე მხარეზე მყოფი ხალხის ცხოვრებაზე, - ამის შესახებ განცხადებას აშშ-ს საელჩო Facebook-ის საკუთარ გვერდზე ავრცელებს. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ამერიკა მოუწოდებს რუსეთს, მოხსნას ბარიერები და შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები. „ისინი აშორებენ ოჯახებს, მეზობლებს, გზას უჭრიან ადგილობრივ მოსახლეობას სასოფლო-სამეურნეო ნაკვეთებამდე და უფრო დიდი რისკის ქვეშ აყენებენ საზოგადოების მოწყვლად ნაწილს, მათ შორის სამედიცინო დახმარების საჭიროების მქონე ადამიანებს. ასეთი ბორდერიზაცია შეუთავსებელია საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობასთან. ჩვენ მუდმივად მოვუწოდებთ რუსეთს, როგორც კონფლიქტის მხარეს, მოხსნას ბარიერები და შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები. ამ ვალდებულებებს შორისაა ძალების გაყვანა კონფლიქტამდე არსებულ პოზიციებზე და ჰუმანიტარული დახმარებისათვის შეუფერხებელი წვდომის უზრუნველყოფა“, - ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)