|
2018-08-03 16:51:29, 1493 ნახვა
პოლიტიკა
დროებითი საგამოძიებო კომისიის მიერ, მოწმეთა საჯარო გამიკითხვები დასრულებულია
ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის ფაქტის შემსწავლელი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოწმეთა საჯარო გამოკითხვის სხდომები დასრულდა. საგამოძიებო კომისია კვირის ბოლომდე დარჩენილ, რამდენიმე არასრულწლოვანს გამოკითხავს, ხოლო 6 აგვისტოს - სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მყოფ ორ პიროვნებას. კომისიის კონკრეტული რეკომენდაციები და შეჯერებული დასკვნები, სექტემბერში პირველივე ბიუროს სხდომას წარედგინება. შეგახსენებთ, რომ 2018 წლის 6 ივნისს, პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისია შეიქმნა, რომლის უმრავლესობაშიც საპარლამენტო უმცირესობაა. კომისიამ უკვე გამოკითხა დაღუპული მოზარდების მშობლები, შსს-ს და პროკურატურის წარმომადგენლები, ექსპერტები, არასრულწლოვნები, ასევე, შსს მინისტრი გიორგი გახარია, იუსტიციის მინისტრი თეა წულუკანი და ყოფილი მთავარი პროკურორი.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)