20:19 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-08-03 17:04:24, 926 ნახვა

რეგიონი
მასშტაბური სპეცოპერაცია სტამბოლში - ტერორიზმთან კავშირის ბრალდებით 38 პირი დააკავეს

სტამბულში მასშტაბური სპეცოპერაციის შედეგად სამართალდამცველებმა ტერორიზმთან კავშირის ბრალდებით 38 ადამიანი დააკავეს,  - ამის შესახებ Anadolu იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, ყველა დაკავებული უცხო ქვეყნის მოქალაქეა, თუმცა უცნობია, რომელი ქვეყნის მოქალაქეები არიან ისინი. სპეცოპერაცია 12 სხვადასხვა ლოკაციაზე მიმდინარეობდა.

მედიის ცნობით, დაკავებულებს მჭიდრო კავშირი აქვთ "ისლამურ სახელმწიფოსთან".

გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულები სტამბოლის ხალხმრავალ ადგილებში ტერაქტების მოწყობას გეგმავდნენ. მათი საცხოვრებელი სახლებიდან სამართალდამცველებმა ISIS-ის პროპაგანდისტული დოკუმენტაცია და ციფრული მასალები ამოიღეს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
თბილისში ყაჩაღობა მოხდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics