|
2018-08-03 15:09:38, 946 ნახვა
ეკონომიკა
მიქაბაძე: ევროპის პალატის მიერ გამოქვეყნებული რეიტინგი ადასტურებს, რომ საქართველოს მთავრობა სწორ პოლიტიკას ახორციელებს
„ძალიან მნიშვნელოვანია ის აღიარება, რომელიც საქართველომ მოიპოვა ევროპის პალატის 2018 წლის რეიტინგში „ევროპის საუკეთესო ქვეყნები ბიზნესისთვის“ - როგორც იცით, ევროპის 46 ქვეყანას შორის საქართველომ მე-18 ადგილზე გადაინაცვლა და მისი პოზიცია წინა წელთან შედარებით 2 ადგილით გაუმჯობესდა. 0.42 პუნქტით არის გაუმჯობესებული ჩვენი სარეიტინგო ქულა და ეს მაჩვენებელი 69.02-ს შეადგენს “ – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ეკატერინე მიქაბაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, „ევროპის საუკეთესო ქვეყნები ბიზნესისთვის 2018“ წლის რეიტინგში საქართველო წინ უსწრებს ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა პოლონეთი (მე-19 ადგილი), ლატვია (მე-20 ადგილი), სლოვენია (68-ე ადგილი), ესპანეთი (22-ე ადგილი), ჩეხეთი (23-ე ადგილი), სლოვაკეთი (25-ე ადგილი), იტალია (26-ე ადგილი), ხორვატია (29-ე ადგილი), მონტენეგრო (30-ე ადგილი), მაკედონია (33-ე ადგილი), თურქეთი (38-ე ადგილი), სომხეთი (39-ე ადგილი), რუსეთი (42-ე ადგილი), აზერბაიჯანი (45-ე ადგილი), უკრაინა (46-ე ადგილი) და სხვა. „ევროპის პალატის რეიტინგი ქვეყნებს აფასებს არსებული ბიზნესგარემოს მიხედვით და შეფასების წყაროდ იყენებს მსოფლიო ბანკის „ბიზნესის კეთებისა“ და საერთაშორისო გამჭვირვალობის „კორუფციის აღქმის ინდექსის“ რეიტინგის მონაცემებს. ამდენად, ქვეყნებისთვის მინიჭებული სარეიტინგო ქულა ეფუძნება აღნიშნული რეიტინგების ქულებს“,- განაცხადა ეკატერინე მიქაბაძემ. როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, ევროპის პალატის კვლევა ქვეყნებს აფასებს ბიზნესგარემოს ერთიან კონტექსტში, რომელიც შედგება სამთავრობო პოლიტიკის, კორპორატიული საკანონმდებლო და სოციალური გარემოსა და პირობებისგან, რაც კერძო სექტორს შესაძლებლობას აძლევს როგორც ბიზნესის დაწყების, ასევე განვითარება - გაფართოების თვალსაზრისით როგორც მოკლე, ისე გრძელვადიან პერიოდში. „აღნიშნული რეიტინგი კიდევ ერთი ნათელი დასტურია იმისა, რომ საქართველოს მთავრობა ახორციელებს სწორ პოლიტიკას, რომელიც მიმართულია ეკონომიკური ვითარების გაუმჯობესებისა და ბიზნესის განვითარებისთვის აუცილებელი საკანონმდებლო ბაზის სრულყოფისაკენ“, - აღნიშნა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ.
(NS)
SJP-მ ფორმულას, ტვ პირველისა და პუბლიკას საქმეებზე განგაშის სიგნალი ჩართო
ცაგერის საკრებულოს დეპუტატი „ქურდული სამყაროს“ მხარდაჭერის ბრალდებით დააკავეს
მარეგულირებელი კომისიის მიერ ტვ პირველისთვის დაკისრებული სანქციის გამო, ევროსაბჭომ განგაში გამოაცხადა
ე.წ. ქურდული გარჩევების საქმეზე დაკავებული ლალო გველესიანი და სხვა პირები პატიმრობაში გაუშვეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)