|
2018-08-02 16:36:09, 1283 ნახვა
სამართალი
NGO-ები: ნინო გვენეტაძის მიერ თანამდებობის დატოვება კითხვებს აჩენს
9 არასამთავრობო ორგანიზაცია უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის ნინო გვენეტაძის გადადგომასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც NGO-ების განცხადებაშია ნათქვამი, გვენეტაძის გადადგომა საზოგადოებაში არაერთ კითხვას ბადებს. "სასამართლო სისტემაში შექმნილი სავალალო მდგომარეობის ფონზე, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მიერ მოულოდნელად თანამდებობის დატოვება საზოგადოებაში არაერთ კითხვას აჩენს. მიუხედავად იმისა, რომ თანამდებობაზე ყოფნის 3-წლიან პერიოდში ნინო გვენეტაძე არასაკმარისად რეაგირებდა სისტემაში არსებულ პრობლემებთან დაკავშირებით, მაინც ცხადი იყო მასსა და მოსამართლეთა გავლენიანი ჯგუფის წარმომადგენლებს შორის არსებული დაპირისპირება. საკონსტიტუციო ცვლილებების ძალაში შესვლამდე, რომელიც ახალი პრეზიდენტის ფიცის დადების მომენტიდან უნდა ამოქმედდეს, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატს საქართველოს პრეზიდენტი წარადგენს, ხოლო მას თანამდებობაზე პარლამენტი ნიშნავს. ცლილებების ამოქმედების შემდეგ კანდიდატის წარდგენის უფლებამოსილება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს კომპეტენცია გახდება, რაც მნიშვნელოვნად გაზრდის სისტემაში არსებული გავლენიანი მოსამართლეების ხელში ძალთა კონცენტრაციისა და სისტემის კიდევ უფრო ჩაკეტილობის რისკებს. შექმნილ ვითარებაში, მოვუწოდებთ საქართველო სპრეზიდენტსა და პარლამენტს სწორად გაიაზრონ სისტემაში არსებული მძიმე მდგომარეობა და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოზიციაზე დროულად უზრუნველყონ ისეთი კანდიდატის დასახელება და დანიშვნა, რომელიც ობიექტურად აფასებს სასამართლო ხელისუფლებაში არსებულ ვითარებას და გადადგამს პრინციპულ ნაბიჯებს მათ მოსაგვარებლად", - ნათქვამია განცხადებაში. განცხადებას ხელს შემდეგი ორგანიზაციები აწერენ: საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI); საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA); კონსტიტუციის 42-ე მუხლი; ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRC); ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC); პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR); ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI); სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED)
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა შეტევითი ოპერაციებისთვის სახმელეთო რობოტების გამოყენება დაიწყეს
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
კატარის ყოფილი ემირი შეიხ ჰამად ბინ ხალიფა ალ ტანი გარდაიცვალა
პოლიციამ ჯგუფურად ჩადენილი ძარცვისა და ქურდობის ბრალდებით ხუთი არასრულწლოვანი დააკავა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
ზელენსკი: ვიშნევეში იარაღის საწყობების განთავსებისთვის პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)