|
2018-07-30 15:20:03, 1075 ნახვა
ეკონომიკა
ნიკოლოზ გაგუა: 2018 წლის დასაწყისიდან ქვეყნის ეკონომიკა განაგრძობს ზრდას უფრო მაღალი ტემპით, ვიდრე ეს იყო გასულ წელს
2018 წლის დასაწყისიდან ქვეყნის ეკონომიკა განაგრძობს ზრდას უფრო მაღალი ტემპით, ვიდრე ეს იყო გასულ წელს, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, ნიკოლოზ გაგუამ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომელზეც მან ეკონომიკური ზრდის ტენდენციაზე ისაუბრა. „ივნისის თვის მონაცემი, რეალურად, აჯამებს მეორე კვარტლის და წლის პირველი ნახევრის მაჩვენებელს. ჩვენ ამ პერიოდის განმავლობაში, გვაქვს საკმაოდ მნიშვნელოვანი გაუმჯობესება - პირველ კვარტალში ეკონომიკურმა ზრდამ შეადგინა 5,3%, ხოლო მეორე კვარტალში, ეს მაჩვენებელი უკვე 6%-ია. სახეზე გვაქვს მნიშვნელოვანი დაჩქარება და შესაბამისად, წლის პირველ ნახევარში ეკონომიკურმა ზრდამ შეადგინა 5,7%. აღსანიშნავია, 2018 წლის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი არის მნიშვნელოვნად მაღალი გასული წლის მაჩვენებელთან შედარებით, რომელიც იყო 5,0% ასევე, ის მაღალია ჩვენ მიერ წლის დასაწყისში პროგნოზირებულ მაჩვენებელთან შედარებით, რომელიც შეადგენდა 4,5%-ს, რაც ხაზს უსვამს იმ პოზიტიურ დინამიკას, რომელიც გვაქვს ეკონომიკაში", - განაცხადა ნიკოლოზ გაგუამ. მისი განცხადებით, ეკონომიკაში პოზიტიური დინამიკის ერთ-ერთი მთავარი კონტრიბუტორია ექსპორტის გაზრდილი დინამიკა. „ჩვენ მაისში გვქონდა, დაახლოებით, 50%-იანი ზრდა, ხოლო ივნისში გვაქვს 30%-ზე მეტი მაღალი ზრდა, ჩვენ გვაქვს მოლოდინი, რომ აღნიშნული დადებითი ტრაექტორია გაგრძელდება. მეორე მნიშვნელოვანი კონტრიბუტორი ეკონომიკურ ზრდაში, ეს არის ტურიზმის სექტორი, რომელიც ძალიან კარგი და დადებითი ტემპებით ვითარდება", - აღნიშნა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ. მისივე თქმით, ივნისის თვის ეკონომიკურ ზრდაში მთავარი დადებითი როლი ითამაშა ტრანსპორტის სექტორმა, რომელიც 17,8%-ით გაიზარდა, ასევე 17,8%-ით გაიზარდა სასტუმროები და რესტორნები, მაღალი ზრდა არის, ასევე, საფინანსო სექტორში, რომელმაც 17,6 პროცენტი შეადგინა.
(NS)
SJP-მ ფორმულას, ტვ პირველისა და პუბლიკას საქმეებზე განგაშის სიგნალი ჩართო
ცაგერის საკრებულოს დეპუტატი „ქურდული სამყაროს“ მხარდაჭერის ბრალდებით დააკავეს
მარეგულირებელი კომისიის მიერ ტვ პირველისთვის დაკისრებული სანქციის გამო, ევროსაბჭომ განგაში გამოაცხადა
ე.წ. ქურდული გარჩევების საქმეზე დაკავებული ლალო გველესიანი და სხვა პირები პატიმრობაში გაუშვეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)