05:46 - 11 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-07-26 16:29:41, 857 ნახვა

კომენტარი
იზორია: თუ „ქართულ ოცნებას“ საპრეზიდენტო კანდიდატი არ ეყოლება, ეს აღქმული უნდა იყოს როგორც სიძლიერე

თუ „ქართულ ოცნებას“ საპრეზიდენტო კანდიდატი არ ეყოლება, ეს საზოგადოების მხრიდან უნდა იყოს აღქმული როგორც სიძლიერე და არა სისუსტე, - ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, პოზიცია, რომ მმართველ გუნდს საპრეზიდენტო კანდიდატი არ ჰყავდეს, ინსტიტუტების გაძლიერებიდან გამომდინარე გამოითქვა.

„ეს არის სიძლიერის ნიშანი, რომელიც სახელწმიფოებრივი, პრეზიდენტის ინსტიტუტის გაძლიერების, განმტკიცების და აპოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარეობს. გამომდინარეობს. აღნიშნული ინსტიტუტის აპოლიტიკურობის ინტერესებიდან გამომდინარე, შესაძლოა უპირატესობა მიენიჭოს ისეთ კანდიდატს, რომელიც არ არის გუნდის წევრი. ჩვენი გუნდის ინტერესია დემოკრატიის და ინსტიტუტების გაძლიერება, მათ შორის საპრეზიდენტო ინსტიტუტის, მით უფრო იმ რეალობაში, როგორიც არის საპარლამენტო რესპუბლიკა. ამ ყველაფერს სახელმწიფოებივი ინტერესიდან და ძლიერის პოზიციიდან უნდა შევხედოთ“ , - განაცხადა იზორიამ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
SJP-მ ფორმულას, ტვ პირველისა და პუბლიკას საქმეებზე განგაშის სიგნალი ჩართო
ცაგერის საკრებულოს დეპუტატი „ქურდული სამყაროს“ მხარდაჭერის ბრალდებით დააკავეს
მარეგულირებელი კომისიის მიერ ტვ პირველისთვის დაკისრებული სანქციის გამო, ევროსაბჭომ განგაში გამოაცხადა
ე.წ. ქურდული გარჩევების საქმეზე დაკავებული ლალო გველესიანი და სხვა პირები პატიმრობაში გაუშვეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics