05:45 - 11 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-07-25 17:29:31, 806 ნახვა

კომენტარი
გაბიტაშვილი - ფარდულის დაცვა კრიმინლისტების მუშაობის დასრულების შემდეგ სავალდებულო არ არის

მთავარი პროკურორის მოადგილის გიორგი გაბიტაშვილის განცხადებით, ხორავას ქუჩაზე მდებარე ფარდულის დაცვა საგამოძიებო ორგანოების მოვალეობაში არ შედიოდა.

გაბიტაშვილის განმარტებით, ფარდულთან პოლიცია კრიმინალისტების მუშაობის დასრულებამდე იყო.

"როგორც პროკურორის ასევე გამომძიებლის მოვალეობები განსაზღვრულია საპროცესო კოდექსით. ამ ფარდულის დაცვა საგამოძიებო ორგანოებს ევალებოდათ მის დათვალიერებამდე, რაც პირნათლად შეასრულეს, ამის შემდეგ კი მისი დაცვის ვალდებულება აღარ არსებობდა. წარმოიდგინეთ ბანკის ოფისი, სადაც მოხდა მკვლელობა, რამდენი ხანი შეიძლება იყოს დალუქული ეს ბანკი? მას შემდეგ რაც კრიმინალისტები მუშაობას დაასრულებენ, შემთხვევის ადგილის დაცვის ვალდებულება აღარ არსებობს. თუ მაინც და მაინც ვინმეს სჭირდება საგამოძიებო ექსპერიმენტი, ფარდულის ზომები დაცულია, ყველას აქვს საშუალება ჩაატაროს საგამოძიებო მოქმედება. რაც ეხება მტკიცებულებებს, იქ იყო სისხლის კვალი, რომელსაც სჭირდება სპეციალური შენახვა. ლენტიც რომ შემოგვევლო ამ ტერიტორიისთვის, არაფერი შეიცვლებოდა. იმ ადგილიდან ამოღებულია ყველა მტკიცებულება, დაცვის მხარე ამ ფორმით არ დაობს, ამ კუთხით არანაირი პრეტენზია არ გამოუთქვამთ“, - განაცხადა გიორგი გაბიტაშვილმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
SJP-მ ფორმულას, ტვ პირველისა და პუბლიკას საქმეებზე განგაშის სიგნალი ჩართო
ცაგერის საკრებულოს დეპუტატი „ქურდული სამყაროს“ მხარდაჭერის ბრალდებით დააკავეს
მარეგულირებელი კომისიის მიერ ტვ პირველისთვის დაკისრებული სანქციის გამო, ევროსაბჭომ განგაში გამოაცხადა
ე.წ. ქურდული გარჩევების საქმეზე დაკავებული ლალო გველესიანი და სხვა პირები პატიმრობაში გაუშვეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics