17:32 - 29 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-07-25 01:21:03, 846 ნახვა

პოლიტიკა
ივანიშვილი: საკონსტიტუციო უმრავლესობა, ეს ცოტა ველურად ჟღერს ევროპაში

პარლამენტში ჩვენ გვაქვს საკონსტიტუციო უმრავლესობა, ეს ცოტა ველურად ჟღერს ევროპაში, ევროპას მოსწონს მრავალპარტიულობა, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა პირველი არხის ეთერში საპრეზიდენტოს კანდიდატზე საუბრისას განაცხადა.

„დღეს გამგებლიდან დაწყებული, პრემიერამდე მთელი ხელისუფლება ეკუთვნის „ქართულ ოცნებას“. პარლამენტში ჩვენ გვაქვს საკონსტიტუციო უმრავლესობა, ესეც ცოტა ველურად ჟღერს ევროპაში. ევროპას მოსწონს მრავალპარტიულობა. სამწუხაროდ, როგორც ეკონომიკაა ღარიბი, ისე ღარიბია ჩვენი პოლიტიკური ისტებლიშმენტი. ნურავის ექნება ილუზია, რომ „ქართულმა ოცნებამ“ უნდა მართოს და ასე უნდა გაგრძელდეს ეს პროცესი. რა თქმა უნდა, ისევე როგორც ეკონომიკას, ამ პროცესსაც სჭირდება განვითარება და ხელშეწყობა. ამ ფონზე ქვეყნისთვის უფრო საინტერესო იქნებოდა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ საკუთარი კანდიდატი არ დაასახელოს. „ქართულ ოცნებას“ რეალურად არა ყავს, სამწუხაროდ, თუ გნებავთ. „ქართულ ოცნებას“ მე ძალიან დიდი პატივს ვცემ, დიდი წვლილი მაქვს, მაგრამ „ქართული ოცნება“ არ არის ჩემთვის ძირითადი, ჩემთვის ძირითადი არის ქვეყანა და სახელმწიფო. სახელმწიფო განვითარებისთვის უფრო საინტერესო იქნებოდა, რომ იყვნენ კიდევ ბევრი ძლიერი პარტიები და საზოგადოებას ასარჩევი ჰქონდეს. სამწუხაროდ, დღეს ასეთი რეალობაა, როგორიც არის და ამ რეალობას სწორედ ეს მოუხდებოდა“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

გადაცემის წამყვანის კითხვაზე, შეიძლება თუ არა საპრეზიდენტო კანდიდატზე მისი ეს ვერსია ჩაითვალოს საბოლოო გადაწყვეტილებად, ბიძინა ივანიშვილი აცხადებს, რომ ეს ასე არ არის.

„ოპონენტებიც ამას აიტაცებენ, რადგან ივანიშვილის პოზიციაა, სხვა დანარჩენები მონები არიან და მას დაექვემდებარებიან. მე მართვის სტილი ასეთ მაქვს. ბიზნესშიც როდესაც ვიყავი, დისკუსიაში და პოლემიკებში ვიღებდი გადაწყვეტილებას, ასე მოვიტანე აქაც. არ არის ასეთი დამოკიდებულება, რომ რადგან მე  ვთქვი, ასე იქნება. სპეციალურად ხაზს ვუსვამ, რომ ეს დამოკიდებულება არ არის გუნდში. მე ძალიან მიყვარს მსჯელობა. თუ ჩემზე კარგს ვინმე ამბობს, არათუ ვეთანხმები, თანაც ვაქებ მას. სხვანაირად თუ მენეჯმენტი ვინმემ იცის, მენეჯერობაზე ვინმეს პრეტენზია აქვს ეფექტურად ვერ მართავ. მე ასეთი მართვის სტილი მაქვს“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ბოჭორიშვილი: ნაურუს მიერ მიღებული გადაწყვეტილება აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის შესახებ, საქართველოს არაღიარების პოლიტიკის მნიშვნელოვანი გამარჯვებაა
საქართველოს ბანკის ფინანსური განათლების ეკოსისტემა - ინიციატივა, რომელიც ფინანსურ განათლებას ყველა თაობისთვის ხელმისაწვდომს ხდის
დუროვმა რუსეთში ტერორიზმის ხელშეწყობაში ბრალს ფოტოთი უპასუხა
ბერძენიშვილი: საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლებს არ აქვთ უფლება, სოციალურ მედიაში საკუთარი აზრი გამოხატონ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics