17:32 - 29 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-07-25 00:59:59, 747 ნახვა

პოლიტიკა
„ჭარბვალიანობის პრობლემაზე გიორგი კვირიკაშვილმა და დიმიტრი ქუმსიშვილმა სავალუტო ფონდის კვლევა დამალეს“

პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი აცხადებს, რომ ჭარბვალიანობის პრობლემაზე გიორგი კვირიკაშვილმა და დიმიტრი ქუმსიშვილმა სავალუტო ფონდის კვლევა დამალეს.

ამის შესახებ მან გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“, ჭარბვალიანობასა და მის გამომწვევ მიზეზებზე საუბრისას განაცხადა.

როგორც ბიძინა ივანიშვილმა აღნიშნა, მიუხედავად იმისა, რომ ჭარბვალიანობის საკითხს ყოფილ პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს ხშირად ახსენებდა, მისთვის ცნობილი გახდა, რომ გარკვეულ ინფორმაციას უმალავდნენ.

„გავიგე, რომ იქ რაღაცებს მალავდნენ და ფარავდნენ. მიუხედავად ყოველთვიური ჩემი შეხსენებისა, რომ ეს ასეა და მიხედვა უნდა, ადგილიდან ვერ დავძარი“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

გადაცემის წამყვანის კითხვაზე, თუ რას მალავდნენ, ბიძინა ივანიშვილის თქმით, მალავდნენ კვლევას, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდიც იგივეს ამბობდა.

„მალავდნენ კვლევას, რომ თურმე სავალუტო ფონდი მსგავსს ეუბნებოდა მეორე მხრიდან, რაც მეც დამიმალეს და საზოგადოებასაც. ამის შემდგომ მე ვუთხარი, რომ თქვენთან ურთიერთობა შეუძლებელი გახდება“, – აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.

მაკა ცინცაძის კითხვაზე, თუ ვინ დაუმალა კვლევა, ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ ის გიორგი კვირიკაშვილმა და დიმიტრი ქუმსიშვილმა დამალეს.

„ქუმსიშვილი ამბობს, რომ კვირიკაშვილთან შეთანხმებით ეს კვლევა არ გამოაქვეყნა, რაღაც მიზეზებს ამბობს, რომელიც აბსოლუტურად მიუღებელი და გაუგებარია. ეს იყო ერთ-ერთი ძირითადი და მძიმე კითხვა გუნდთან შეხვედრაზე, სწორედ ეს იყო ჩემთვის ყველაზე მძიმე“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ბოჭორიშვილი: ნაურუს მიერ მიღებული გადაწყვეტილება აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის შესახებ, საქართველოს არაღიარების პოლიტიკის მნიშვნელოვანი გამარჯვებაა
საქართველოს ბანკის ფინანსური განათლების ეკოსისტემა - ინიციატივა, რომელიც ფინანსურ განათლებას ყველა თაობისთვის ხელმისაწვდომს ხდის
დუროვმა რუსეთში ტერორიზმის ხელშეწყობაში ბრალს ფოტოთი უპასუხა
ბერძენიშვილი: საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლებს არ აქვთ უფლება, სოციალურ მედიაში საკუთარი აზრი გამოხატონ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics