15:58 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-07-24 12:10:59, 588 ნახვა

რეგიონი
ჭუბერში, დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენა დაიწყო

ჭუბერში, სტიქიის ზონაში, გაწმენდითი სამუშაოები დასრულდა და დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენა მიმდინარეობს.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ასევე, აქტიურად მიმდინარეობს გადაუდებელი ნაპირსამაგრი, მდინარის კალაპოტის გაწმენდითი სამუშაოები და დროებითი სახიდე გადასასვლელის მოწყობა.

„სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო პირველივე დღიდან ჩართულია და უწყვეტ რეჟიმში მუშაობს.

წინასწარი გათვლებით, მდინარის მარცხენა სანაპიროსთან დასაკავშირებლად პანელური ხიდის კონსტრუქციის მოწყობა 4-5 დღე გაგრძელდებოდა, თუმცა 24-საათიან რეჟიმში მუშაობის შედეგად, ხიდის  მონტაჟი დათქმულ ვადაზე ადრე დასრულდა.

სტიქიის ზონაში, პირველივე დღიდან აქტიურად მუშაობენ საავტომობილო გზების დეპარტამენტის თანამშრომლები - საპროექტო, ნაპირდაცვისა და სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოების მიმართულებით.

ასევე, ჭუბერში იმყოფებიან დეპარტამენტის რეგიონული ოფისებისა და კონტარქტორი ორგანიზაციების წარმომადგენლები.

ადგილზე ამ დროისთვის, 60-მდე ერთეული მძიმე ტექნიკა მუშაობს“, - აცხადებენ დეპარტამენტში.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ევროპარლამენტი: მკაფიო გზავნილი საქართველოს და თურქეთს - რეფორმების გარეშე წინ ვერ წახვალთ
გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოში საქართველოზე კრიტიკული ანგარიში მომზადდა
ლაიენი: სომხეთი აგრძელებს გზას დემოკრატიისკენ, EU-სთან უფრო მჭიდრო თანამშრომლობისკენ
ოცნების საგარეო: რუსეთსა და ოკუპირებულ ცხინვალს შორის შეთანხმებაზე შეშფოთება გამოვთქვით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics