23:14 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-03 09:34:40, 462 ნახვა

პოლიტიკა
მიხეილ სააკაშვილი: ივანიშვილი პასუხს აგებს, ბოლო ცენტებს ვუპოვი და ხალხს დავუბრუნებ

„ესენი ჩემს მითიურ 19 მილიონს ეძებდნენ, რომელიც არ მაქვს და ვერ იპოვიან. ივანიშვილი პასუხს აგებს, ბოლო ცენტებს ვუპოვი და ხალხს დავუბრუნებ“,-ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, ოდესის გუბერნატორმა  მიხეილ სააკაშვილმა  გადაცემა „არჩევანში“ განაცხადა.

როგორც სააკაშვილმა აღნიშნა,  ექს პრემიერი ბიძინა ივანიშვილი ქვეყანას არაფორმალურად მართავს.

„ერთადერთი, ვინც სოლიდარულად უნდა აგოს პასუხი, ეს არის ივანიშვილი. იმ დროისთვის მას მრავალმილიარდიანი ქონება დაუგროვდება. უკრაინაში რაც ვისწავლე, არის ის, თუ როგორ უნდა დაიბრუნო გაქცეულის ფული. აქ ვნახე, თუ როგორ იბრუნებენ გაქცეული ოლიგარქების ფულს. ივანიშვილის ფულს ზიმბაბვედანაც, რუსეთიდანაც და ამერიკიდანაც წამოვიღებთ, როგორც არ უნდა დამალოს ის. უნდა აღიწეროს ზარალი. მაგალითად, იმ ადამიანების, ვინც სამსახურის გარეშე დარჩნენ, სავალუტო კრიზისით დაზარალებული მოქალაქეების ზარალი და არამარტო. კადაფიც კი ოფიციალურად მართავდა ქვეყანას. ეს დივანზეა წამოწოლილი და იქიდან აკეთებს ყველაფერს და ფორმალურად ის პასუხს არაფერზე არ აგებს. მაგრამ იურიდიულად მას მოუწევს პასუხისგება“,-განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პროკურატურამ არასრულწლოვანი შვილების მიმართ ჩადენილი ტრეფიკინგის ფაქტზე 3 პირს ბრალდება წარუდგინა
ლაიენი: სამხრეთ კავკასია მსოფლიოს უდიდესი გზაჯვარედინია, სტრატეგიული მნიშვნელობა ზრდას აგრძელებს და აზერბაიჯანს ცენტრალური როლი აქვს
პროკურატურამ ფორმულას მიმართ აღძრულ საქმეზე გამოკითხვაზე ჟურნალისტი ნატუკა ლომაძე დაიბარა
მინდია შერვაშიძე ციხიდან გამოსვლისთანავე 500 ლარით დააჯარიმეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics