03:24 - 11 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-07-19 17:49:25, 805 ნახვა

კომენტარი
მდინარაძე: დავით ჭიჭინაძეს რამდენიმე თვე პასუხს არ ვცემდით, თუმცა მან დასკვნები ვერ გამოიტანა

ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე, პარტიიდან დეპუტატ დავით ჭიჭინაძის გარიცხვას ეხმაურება. 

როგორც მდინარაძემ აღნიშნა, პარტია რამდენიმე თვის განმავლობაში ცდილობდა დეპუტატისთვის პასუხი არ გაეცა, თუმცა მდინარაძის შეფასებით, ჭიჭინაძემ დასკვნები ვერ გამოიტანა. 

"ზოგადად, გუნდი იმისათვის არსებობს, რომ იქ სხვადასხვა საკითხები შეჯერდეს, მიუხედავად აზრთა სხვადასხვაობისა. თქვენ წარმოიდგინეთ, რომ მმართველი გუნდის წევრებმა ყოველგვარი შეჯერების გარეშე მიაწოდონ საზოგადოებას განსხვავებული პოზიციები, ეს ავტომატურად ქაოსს ნიშნავს და როდესაც ამას პოპულიზმი და თანაგუნდელების მიმართ შეურაცხყოფაც ემატება, ეს დესტაბილიზაციის განცდას და შანსს კიდევ უფრო ზრდის, რაც მხოლოდ "ნაციონალური მოძრაობის" ტიპის ოპოზიციის ინტერესებში ჯდება და პირდაპირ ეწინააღმდეგება საზოგადოების ინტერესებს. სწორედ ამიტომ არის, რომ დავით ჭიჭინაძეს დღეს მხოლოდ ნაციონალი ნიკა მელია და რომან გოცირიძე იცავენ. რამდენიმე თვის განმავლობაში ვცდილობდით პასუხი არ გაგვეცა ბატონი დავითისთვის, თუმცა მან აქედან შესაბამისი დასკვნები ვერ გამოიტანა", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ. 

ცნობისთვის, მპგ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ სამდივნომ პარტიიდან დავით ჭიჭინაძის გარიცხვის გადაწყვეტილება მიიღო. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, „გასული რამდენიმე თვის განმავლობაში მპგ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ და საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით ჭიჭინაძემ გააკეთა არაერთი საჯარო განცხადება, რომლითაც მან შეურაცხყოფა მიაყენა პოლიტიკური გუნდის წევრებს და ზიანი მიაყენა პარტიის იმიჯსა და ინტერესებს“.

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
SJP-მ ფორმულას, ტვ პირველისა და პუბლიკას საქმეებზე განგაშის სიგნალი ჩართო
ცაგერის საკრებულოს დეპუტატი „ქურდული სამყაროს“ მხარდაჭერის ბრალდებით დააკავეს
მარეგულირებელი კომისიის მიერ ტვ პირველისთვის დაკისრებული სანქციის გამო, ევროსაბჭომ განგაში გამოაცხადა
ე.წ. ქურდული გარჩევების საქმეზე დაკავებული ლალო გველესიანი და სხვა პირები პატიმრობაში გაუშვეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics