15:43 - 29 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-07-17 15:33:29, 521 ნახვა

პოლიტიკა
ლევან დავითაშვილი ნიუ-იორკში პოლიტიკურ ფორუმს ესწრება

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი ნიუ-იორკში, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სათაო ოფისში მაღალი დონის პოლიტიკურ ფორუმს ესწრება. ფორუმზე მდგრადი განვითარების მიზნების შესრულების კუთხით ქვეყნების მიერ მიღწეულ შედეგებზე მსჯელობენ. 

სამინისტროს ინფორმაციით, ფორუმის ფარგლებში გამართულ მინისტერიალს, რომლის მთავარ თემას „ტრანსფორმაცია მდგრადი და მოქნილი საზოგადოებისთვის“ წარმოადგენს, 120 ქვეყნის 80-მდე მინისტრი ესწრება.  მინისტრების მონაწილეობით თემატური პანელები იმართება, სადაც საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი მოხსენებით წარსდგება.

ლევან დავითაშვილის განცხადებით, მსგავსი დონის პლატფორმა ქვეყნებს საშუალებას აძლევს, მაღალი ტრიბუნიდან გააჟღერონ საკუთარ ქვეყნებში არსებული მიღწევები, გამოწვევები და ერთობლივად დასახონ პროგრესის მიღწევის გზები.

ფორუმზე მინისტრებმა გაეროს მდგრადი განვითარების 17 მიზნიდან აქცენტი  6 მიზანზე გააკეთეს, რომელიც  წყლის რესურსების, ენერგიის, ქალაქების, ეკოსისტემების, ტყის, ბიომრავალფეროვნების დანაკარგების შემცირებას და მდგრად მართვას, ასევე გაუდაბნოების და ნიადაგის დეგრადაციის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებს უკავშირდება.

ფორუმის ფარგლებში, 47 ქვეყანა წარმოადგენს  ანგარიშს მდგრადი განვითარების მიზნების ნაციონალიზაციაზე; მონაწილეები ერთობლივად იმსჯელებენ  2030 წლისთვის მისაღწევ კონკრეტულ მიზნებზე. ფორუმის დასასრულს მინისტრების მიერ შემუშავებული იქნება ერთობლივი დეკლარაცია.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კობახიძემ თინათინ რუხაძის და მისი მოადგილის გათავისუფლების შესახებ ბრძანება გამოსცა
სუს-მა ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო გასაღების ფაქტზე უცხო ქვეყნის მსხვილი კრიმინალური დაჯგუფების სამი წევრი დააკა
საგარეო მიესალმება ნაურუს მიერ ოკუპირებულ ცხინვალთან და აფხაზეთთან დიპლომატიური ურთიერთობების გაუქმებას
კუპრაძე - არაბული ინვესტიციები, რეალურად, არ არსებობს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics