15:43 - 29 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-07-17 10:27:36, 1133 ნახვა

პოლიტიკა
პუტინი - რუსეთს საქართველოსა და უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებაზე უკიდურესად უარყოფითი რეაქცია ექნება

რუსეთს საქართველოსა და უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების შემთხვევაში უკიდურესად უარყოფითი რეაქცია ექნება, - ასე უპასუხა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტირნმა Fox news-თან ინტერვიუში ჟურნალისტის შეკითხვას.

როგორც მან აღნიშნა, ნატო-ს სამხედრო ინფრასტრუქტურის რუსეთის საზღვრებთან მიახლოვება მოსკოვისთვის პირდაპირ საფრთხეს წარმოადგენს.

„მშვენივრად ვიცი, როგორ მუშაობს გადაწყვეტილების მიღების მექანიზმები. რა თქმა უნდა იქ გადაწყვეტილებები კონსესუსის საფუძველზე მიიღება, თუმცა მანამდე, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ცალკეულ წევრებთან ორმხრივი მუშაობა მიმდინარეობს, როგორც ეს იყო პოლონეთისა და რუმინეთის შემთხვევაში, სადაც ახლა ამერიკის ანტისარაკეტო თავდაცვის სტრატეგიული ელემენტები უნდა განათავსონ. ეს ჩვენი უსაფრთხოებისთვის პირდაპირი მუქარაა. ნატოს ინფრასტრუქტურის ჩვენს საზღვრებთან მოახლოება განსაკუთრებულად საფრთხის შემცველია და ჩვენი რეაქცია ამ საკითხზე იქნება უკიდურესად უარყოფითი“, - განაცხადა პუტინმა.









ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კობახიძემ თინათინ რუხაძის და მისი მოადგილის გათავისუფლების შესახებ ბრძანება გამოსცა
სუს-მა ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო გასაღების ფაქტზე უცხო ქვეყნის მსხვილი კრიმინალური დაჯგუფების სამი წევრი დააკა
საგარეო მიესალმება ნაურუს მიერ ოკუპირებულ ცხინვალთან და აფხაზეთთან დიპლომატიური ურთიერთობების გაუქმებას
კუპრაძე - არაბული ინვესტიციები, რეალურად, არ არსებობს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics