15:40 - 29 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-07-16 16:05:50, 812 ნახვა

პოლიტიკა
საქართველოს ყირგიზეთის პრემიერ-მინისტრი ეწვია

OGP-ის სამიტის ფარგლებში, საქართველოს ყირგიზეთის დელეგაცია ეწვია, პრემიერ-მინისტრის მუჰამედკალი აბილგაზიევის ხელმძღვანელობით. 

თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა მიიღო საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გიორგი შარვაშიძემ. 

მხარეები მიესალმნენ ყირგიზეთის მაღალი დონის მონაწილეობას ღია მმართველობის სამიტში და აღნიშნეს, რომ ყირგიზეთის პრემიერ-მინისტრის ვიზიტი განსაკუთრებულ მნიშვნელობას შეიტანს ქვეყნებს შორის ორმხრივი ურთიერთობების შემდგომ გაღრმავებაში.

მუჰამადკალი აბილგაზიევი შეხვედრებს გამართავს საქართველოს პრეზიდენტთან და პრემიერ-მინისტრთან. ყირგიზეთის პრემიერ-მინისტრი მონაწილეობას მიიღებს OGP-ის სამიტზე. 

აღსანიშნავია, რომ ვიზიტის ფარგლებში ყირგიზეთის დელეგაციის წევრები შეხვედრებს გამართავენ საქართველოს შესაბამის უწყებებში.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კობახიძემ თინათინ რუხაძის და მისი მოადგილის გათავისუფლების შესახებ ბრძანება გამოსცა
სუს-მა ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო გასაღების ფაქტზე უცხო ქვეყნის მსხვილი კრიმინალური დაჯგუფების სამი წევრი დააკა
საგარეო მიესალმება ნაურუს მიერ ოკუპირებულ ცხინვალთან და აფხაზეთთან დიპლომატიური ურთიერთობების გაუქმებას
კუპრაძე - არაბული ინვესტიციები, რეალურად, არ არსებობს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics