01:55 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-07-16 15:18:24, 1716 ნახვა

მსოფლიო
ჰელსინკიში დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრა დაიწყო (LIVE)

ფინეთის დედაქალაქ ჰელსინკიში აშშ-ის პრეზიდენტისა და რუსეთის ლიდერის შეხვედრა მიმდინარეობს, - ამის შესახებ "რია ნოვოსტი" იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, ეს დონალდ ტრამპის და ვლადიმერ პუტინის პირველი დაგეგმილი, ოფიციალური შეხვედრაა. ორი ქვეყნის ლიდერი რუსულ-ამერიკულ ურთიერთობებზე, ასევე სირიის საკითხზე იმსჯელებს. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოს შეფასებით, აღნიშნული შეხვედრა ძალიან მნიშვნელოვანია და ის ამერიკის ინტერესებში შედის. 

ამასთან, შეხვედრის დაწყებამდე პუტინმა განაცხადა, რომ დადგა დრო საფუძლიანი საუბრებისთვის.

"ჩვენი კონტაქტი გრძელდება. ჩვენ ვსაუბრობთ ტელეფონით, რამდენჯერმე სევხვდით სხვადასხვა სამიტების ფარგლებში. დადგა დრო, რომ ორმხრივ ურთიერთობებში არსებულ პრობლემებზე ვისაუბროთ. საკმაოდ ბევრი პრობლემა გვაქვს და მათ ყურადღება უნდა მივაქციოთ", - განაცხადა პუტინმა.

თავის მხრივ ტრამპმა აღნიშნა, რომ მთელი მსოფლიო დაინტერესებულია, რომ მოკოვსა და ვაშინგტონს შორის კარგი ურთიერთობა იყოს. შეხვედრა 2 საათზე მეტხანს გაგრძელდება.

აღსანიშნავია, რომ პირველი ჰელსინკიში სწორედ თეთრი სახლის ლიდერი ჩავიდა, რომელიც ქვეყის პრეზიდენტს შეხვდა.

ცნობისთვის, პირველი შეხვედრა ტრამპსა და პუტინს შორის "დიდი 20"-ის სამიტის ფარგლებში შედგა, რომელიც 2017 წლის ზაფხულში გაიმართა.









ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მთავრობამ რუსეთიდან დიზელის საწვავის ექსპორტი აკრძალა, ბენზინისა და თვითმფრინავის საწვავის შემდეგ
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics