|
2018-07-15 15:22:53, 970 ნახვა
პოლიტიკა
ცხრა პარტია საპრეზიდენტო კანდიდატს სამშაბათს დაასახელებს
ცხრა პოლიტიკური ოპოზიციური პარტია საერთო საპრეზიდენტო კანდიდატს სამშაბათს დაასახელებს. გიორგი ვაშაძის განცხადებით, დღეს ქვეყანაში მდგომარეობა საკმაოდ რთულია და ხელისუფლება მოსახლეობას აღარ უსმენს. ვაშაძე მდგომარეობიდან გამოსავალზე საუბრობს, რომელსაც ის გაერთიანებაში ხედავს. „გამოსავალი არის ერთადერთი - მაქსიმალური გაერთიანება ყველა პოლიტიკური, საზოგადოებრივი ჯგუფის, ვისაც მართლა სწამს და სჯერა საქართველოს მომავლის. დრო ძალიან ცოტაა, შესაბამისად, კონკრეტულ სახელებს ახლა ნამდვილად ვერ დავასახელებ, მაგრამ მივედით, თითქმის, შეთანხმების პროცესამდე და გვეყოლება საერთო კანდიდატი და აუცილებლად გავიმარჯვებთ არჩევნებში,“ - აღნიშნა გიორგი ვაშაძემ. საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარე, ბაჩუკი ქარდავა, აცხადებს, რომ ოპოზიციის მთავარ მიზანი ხელისუფლების ცვლილებაა. „ჩვენ აუცილებლად გვეყოლება, ამაში დარწმუნებული ვარ და არ გაგვიჭირდება, ღირსეული, ძლიერი კანდიდატი, რომელიც იბრძოლებს არა საპრიზო ადგილისათვის ამ არჩევნებში, არამედ ხელისუფლების შესაცვლელად,“ - განაცხადა ბაჩუკი ქარდავამ. ცნობილია, რომ ცხრა პოლიტიკური ოპოზიციური პარტია მხარს არ დაუჭერს გიორგი მარგველაშვილს, თუ ის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს.
კობახიძემ თინათინ რუხაძის და მისი მოადგილის გათავისუფლების შესახებ ბრძანება გამოსცა
სუს-მა ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო გასაღების ფაქტზე უცხო ქვეყნის მსხვილი კრიმინალური დაჯგუფების სამი წევრი დააკა
საგარეო მიესალმება ნაურუს მიერ ოკუპირებულ ცხინვალთან და აფხაზეთთან დიპლომატიური ურთიერთობების გაუქმებას
კუპრაძე - არაბული ინვესტიციები, რეალურად, არ არსებობს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)