|
2018-07-14 15:48:53, 956 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი მარგველაშვილმა საფრანგეთის პრეზიდენტს ბასტილიის აღების დღე მიულოცა
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა საფრანგეთის ლიდერს ემანულ მაკრონს ბასტილიის აღების დღე მიულოცა. როგორც პრეზიდენტის მილოცვაშია ნათქვამი, საფრანგეთი დემოკრატიის სიმბოლოს წარმოადგენს. "ამ ღირსშესანიშნავ თარიღთან ასოცირდება საფრანგეთის დემოკრატიული აღმშენებლობა, რომელმაც განსაკუთრებული როლი შეასრულა ევროპული ცივილიზაციის განვითარებაში. მოხარული ვარ, რომ თანამედროვე, სირთულეებითა და გამოწვევებით სავსე მსოფლიოში საფრანგეთი კვლავ წარმოადგენს დემოკრატიის ერთ-ერთ სიმბოლოსა და საყრდენს. ქართველი და ფრანგი ხალხი დამსახურებულად ამაყობს ჩვენს ქვეყნებს შორის საუკუნეების მანძილზე განმტკიცებული ღრმა ისტორიული და კულტურული კავშირებით. საფრანგეთი საქართველოსთვის განსაკუთრებული სტრატეგიული პარტნიორია. საერთაშორისო მისიებში აქტიური ჩართულობით ჩვენი მეომრები ერთმანეთის მხარდამხარ დაუღალავად იბრძვიან და მტკიცედ იცავენ საერთო უსაფრთხოებას. თანამედროვე საფრანგეთი განსაკუთრებულ როლს ასრულებს საერთაშორისო ასპარეზზე. მტკიცედ მწამს, რომ თქვენი ხელმძღვანელობით, საფრანგეთი მიაღწევს არაერთ შთამბეჭდავ წარმატებას ჩვენი საერთო ევროპული უსაფრთხოებისა და კეთილდღეობისათვის. თქვენო აღმატებულებავ, მსურს დაგიდასტუროთ ჩემი ღრმა პატივისცემა და გისურვოთ წარმატებები თქვენს საქმიანობაში, ხოლო მეგობარ ფრანგ ხალხს მშვიდობა და კეთილდღეობა", - აღნიშნულია საქართველოს პრეზიდენტის მისალოც წერილში.
კობახიძემ თინათინ რუხაძის და მისი მოადგილის გათავისუფლების შესახებ ბრძანება გამოსცა
სუს-მა ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო გასაღების ფაქტზე უცხო ქვეყნის მსხვილი კრიმინალური დაჯგუფების სამი წევრი დააკა
საგარეო მიესალმება ნაურუს მიერ ოკუპირებულ ცხინვალთან და აფხაზეთთან დიპლომატიური ურთიერთობების გაუქმებას
კუპრაძე - არაბული ინვესტიციები, რეალურად, არ არსებობს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)