21:47 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-02 11:19:52, 468 ნახვა

პოლიტიკა
ზაქარია ქუცნაშვილი: ტარას შევჩენკოს სამშობლოს შეუძლებელია, უცხო ტომელების მმართველობა მოსწონდეს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ზაქარია ქუცნაშვილის შეფასებით, უკრაინის ხელისუფლების საკადრო პოლიტიკა ნელ–ნელა აგრესიას იწვევს, მათ შორის უკრაინულ საზოგადოებაში.

ამის შესახებ ქუცნაშვილმა გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით განაცხადა,  რომლის თანახმადაც ზურაბ ადეიშვილი შესაძლოა, ოდესის მთავარ პროკურორად დაინიშნოს. 

ქუცნაშვილი შიშობს, რომ უკრაინელ ხალხს ქართველები არ შესძულდეთ.

დეპუტატის თქმით, შეუძლებელია, დიდი კულტურისა და ისტორიის მქონე სამშობლოს(უკრაინას)  უცხო ტომელების მმართველობა მოსწონდეს.

„საქმე სწორედ მაგაშია. სამშობლოში ვერ ივარგეს, უკრაინის დედაქალაქში ვერ ივარგეს, ახლა უკრაინის პროვინციაში გადაისროლეს და იქაც ვერ ივარგებენ. მოხვდებიან ალბათ იმ ადგილას, სადაც უნდა მოხვდნენ. უკრაინის ხელისუფლების საკადრო პოლიტიკა ჩვენი საქმე არ არის, თუმცა უკრაინის ხელისუფლების საკადრო პოლიტიკა ნელ–ნელა აგრესიას იწვევს, მათ შორის უკრაინულ საზოგდოებაში, ეს ცალსახაა. მე გული მწყდება სხვა რამეზე, რომ არ მინდა კარგ უკრაინელ ხალხს შეაძულონ ქართველები. ამ შემთვევაში გარწმუნებთ, ყველა ნიშანია იმის, რომ ქართველები იქნებიან  შეძულებულები უკრაინელი ხალხის მიერ, იმიტომ, რომ არც ერთ თავმოყვარე, ამხელა კულტურისა და ისტორიის, ტარას შევჩენკოს სამშობლოს შეუძლებელია, მოსწონდეს  უცხო ტომელების მმართველობა, ხელისუფლებაში უცხო ტომელების ყოფნა. უკრაინა მდიდარია ინტელიგენციით, წესიერი ხალხით, მათ უნდა მიეცეთ გასაქანი და არა ისე, რომ ლეგიონერების მეშვეობით მართონ სახელმწიფო“, – აღნიშნა ქუცნაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პროკურატურამ ფორმულას მიმართ აღძრულ საქმეზე გამოკითხვაზე ჟურნალისტი ნატუკა ლომაძე დაიბარა
მინდია შერვაშიძე ციხიდან გამოსვლისთანავე 500 ლარით დააჯარიმეს
კობახიძე: მიუხედავად წარმოქმნილი გამოწვევებისა, კვლავაც გვწამს, რომ დადგა დრო, გადავტვირთოთ აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობა
შსს მალანიაზე: ჰქონდა ინფორმაცია ავალიანზე თავდასხმაზე და პოლიციას არ შეატყობინა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics