14:47 - 29 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-07-10 18:26:04, 1145 ნახვა

პოლიტიკა
ნატოში აშშ-ის ელჩი: ბედნიერები ვიქნებით, თუ საქართველოს ალიანსის წევრად ვიხილავთ

ამერიკის შეერთებული შტატები ნატოში საქართველოს გაწევრიანებით ბედნიერი იქნება, - ამის შესახებ ნატო-ში აშშ-ის წარმომადგენელმა ნატოში კეი ბეილი ჰატჩისონმა ალიანსის სამიტამდე ერთი დღით ადრე გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„ძალიან ვაფასებთ საქართველოს თანამშრომლობას ნატო-სთან. ის არის ჩვენი ძლიერი, განსაკუთრებული კატეგორიის პარტნიორი. გვექნება ცალკე შეხვედრა საქართველოს ლიდერებისა და სახელმწიფო მეთაურების მონაწილეობით, რომ განიხილონ, რა კეთდება, რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენი პარტნიორობა და ალიანსი. ბედნიერები ვიქნებით, თუ საქართველოს ალიანსის წევრად ვიხილავთ“, - განაცხადა კეი ბეილი ჰათჩისონმა.

შეგახსენებთ, რომ ბრიუსელში 11-12 ივლისს ნატო-ს სამიტი გაიმართება, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი და პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე დაესწრებიან. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კობახიძემ თინათინ რუხაძის და მისი მოადგილის გათავისუფლების შესახებ ბრძანება გამოსცა
სუს-მა ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო გასაღების ფაქტზე უცხო ქვეყნის მსხვილი კრიმინალური დაჯგუფების სამი წევრი დააკა
საგარეო მიესალმება ნაურუს მიერ ოკუპირებულ ცხინვალთან და აფხაზეთთან დიპლომატიური ურთიერთობების გაუქმებას
კუპრაძე - არაბული ინვესტიციები, რეალურად, არ არსებობს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics