13:51 - 12 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-07-10 12:17:35, 765 ნახვა

სამართალი
მარტვილში ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს.

„მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ სალხინოში, დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ 27 ერთეული წიფლის სახეობის მრგვალი მორის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტის დაფიქსირებისთანავე, მძღოლმა მორები საცხოვრებელი სახლის ეზოში დაცალა. სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლების მოთხოვნას, რომელიც ეხებოდა ხე-ტყის წარმოშობისა და მისი კანონიერების დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარმოდგენას, მოქალაქის მხრიდან  სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა, რის შემდგომაც, საჭირო გახდა შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო–ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის წარმომადგენლების ადგილზე გამოძახება.

მოქალაქის განმარტებით, 27 ერთეული წიფლის სახეობის მრგვალი მორი, სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიაზე მოიპოვა.  

ხე-ტყის მოპოვების ადგილის დადგენის მიზნით, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა,  სამეგრელო-ზემო სვანეთის სატყეო სამსახურის მარტვილის სატყეო უბნის სალხინოს 24 -ე კვარტალი დაათვალიერეს, სადაც 34 ერთეული წიფლის და 1 ერთეული წაბლის სახეობის ხის უკანონო მოჭრის ფაქტი დაფიქსირდა, ასევე  ტერიტორიაზე უკანონოდ მოპოვებული 7 ერთეული წაბლის სახეობის მორი იყო განთავსებული. ამავე  კვარტალში  DT-მარკის ტრაქტორი ნახეს, რომელიც ხე-ტყის ბაქნამდე  ჩამოსაზიდად გამოიყენებოდა“, - აცხადებენ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტში.

მათივე ცნობით, მიმდინარეობს უკანონოდ მოპოვებული ხე-ტყის მოცულობისა და ზიანის დაანგარიშება, რის შემდგომაც, მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, გადაიგზავნება შესაბამის საგამოძიებო ორგანოში. 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კატარის ყოფილი ემირი შეიხ ჰამად ბინ ხალიფა ალ ტანი გარდაიცვალა
პოლიციამ ჯგუფურად ჩადენილი ძარცვისა და ქურდობის ბრალდებით ხუთი არასრულწლოვანი დააკავა
ბრიტანეთში 28 წლის მამაკაცი დააკავეს, რომელიც მთავრობის და პარლამენტის ყოფილი წევრის, ენ ვიდეკომბის მკვლელობაშია ეჭვმიტანილი
ტრამპმა გარდაცვლილ ლინდსი გრეჰემს „ერთ-ერთი უდიდესი ადამიანი და სენატორი“ უწოდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics