|
2018-07-06 13:58:14, 736 ნახვა
პოლიტიკა
გერმანიის შს მინისტრის მოადგილე: ჩვენი მხრიდან საქართველოსთან უვიზო რეჟიმის შეჩერების რისკი დღის წესრიგში არ დგას
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო ჯავახაძე ქართულ-გერმანულ სტრატეგიულ ფორუმს დაესწრო, რომელიც კონრად ადენაუერის ფონდის ორგანიზებით, ყოველწლიურად იმართება. ღონისძიება გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში, ქალაქ ბერლინში გაიმართა. ფორუმის ფარგლებში, ერთ-ერთი დისკუსია ევროკავშირთან საქართველოს უვიზო რეჟიმს, კერძოდ, ამ კუთხით გერმანიაში არსებულ მდგომარეობას მიეძღვნა. შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო ჯავახაძემ ფორუმზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა და გერმანიაში უვიზო რეჟიმის ფარგლებში წარმოქმნილი პრობლემების დასაძლევად შინაგან საქმეთა სამინისტროს და საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებული ღონისძიებები გააცნო. 2018 წლის იანვრიდან გერმანიაში ქართველ თავშესაფრის მაძიებელთა მკვეთრი კლება ფიქსირდება. ამავე წლის მაისის თვის მონაცემები სავიზო რეჟიმის დროს არსებულ მონაცემს უტოლდება, ხოლო სხვადასხვა ფედერალურ მიწებზე ქართველთა მიერ ჩადენილი დანაშაულის სტატისტიკაც 30-50%-ით არის შემცირებული. შტეფან მაიერმა განაცხადა, რომ საქართველოსთან სამართალდაცვით სფეროში თანამშრომლობა არის სანიმუშო. მან, ასევე, ხაზი გაუსვა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის გერმანიის დედაქალაქში მიმდინარე წლის 30 მაისს განხორციელებული ოფიციალური ვიზიტის მნიშვნელობას.
(NS)
საგარეო მიესალმება ნაურუს მიერ ოკუპირებულ ცხინვალთან და აფხაზეთთან დიპლომატიური ურთიერთობების გაუქმებას
კუპრაძე - არაბული ინვესტიციები, რეალურად, არ არსებობს
ლელოს წევრი: რუხაძის გადადგომა იმაზე მეტყველებს, რომ ოცნება კორუფციაშია ჩაფლული
ეროვნულმა შეფასების ცენტრმა ერთიანი ეროვნული გამოცდების პირველი შედეგები გამოაქვეყნა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)