13:42 - 29 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-07-05 13:20:32, 1115 ნახვა

პოლიტიკა
გაერთიანებული სამინისტროების სახელწოდებებში ცვლილებები შევიდა

გაერთიანებული სამინისტროების სახელწოდებებთან დაკავშირებული პარლამენტის რეკომენდაციები მთავრობამ გაიზიარა.

კერძოდ, მთავრობის საპარლამენტო მდივნის ნათია მიქელაძის განცხადებით, განათლების სამინისტროს სახელწოდებაში მეცნიერება კვლავ იქნება.

"კომიტეტმა მეორე მოსმენით განიხილა, სესიაზე იყო გამოთქმული დასათაურებასთან დაკავშირებით განათლების, კულტურის და სპორტის სამინისტროს სათაურში მეცნიერება დამატებოდა. მთავრობის პოზიცია არის, რომ დავეთანხმოთ ამ შემოთავაზებას და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დასათაურებით იქნება წარმოდგენილი ახალი სამინისტროს სახელი. ასევე, ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა ნაცვლად იქნება ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა სამინისტრო",- განაცხადა ნათია მიქელაძემ.

მთავრობის სტრუქტურული ცვლილებების განხილვა პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენით, დღეს განახლდება. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
საგარეო მიესალმება ნაურუს მიერ ოკუპირებულ ცხინვალთან და აფხაზეთთან დიპლომატიური ურთიერთობების გაუქმებას
კუპრაძე - არაბული ინვესტიციები, რეალურად, არ არსებობს
ლელოს წევრი: რუხაძის გადადგომა იმაზე მეტყველებს, რომ ოცნება კორუფციაშია ჩაფლული
ეროვნულმა შეფასების ცენტრმა ერთიანი ეროვნული გამოცდების პირველი შედეგები გამოაქვეყნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics