|
2018-07-04 19:20:50, 1092 ნახვა
პოლიტიკა
ნაცვლიშვილი - აჭარის მთავრობის თავმჯდომარის კანდიდატურაზე მთავრობასთან კონსულტაციები კანონმდებლობით გათვალისწინებული არ არის
საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა ნაცვლიშვილი აჭარის მთავრობის მეთაურის გადადგომის შემდეგ ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შესახებ" კონსტიტუციური კანონითა და „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციით" განსაზღვრულ სამართლებრივ პროცედურებს განმარტავს. როგორც ნაცვლიშვილმა აღნიშნა, პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი კანონმდებლობის შესაბამისად იმოქმედებს. „კონსტიტუციური კანონით, მთავრობის მეთაურის გადადგომის შემთხვევაში, მთავრობას უწყდება უფლებამოსილება. უფლებამოსილების შეწყვეტიდან ორი კვირის ვადაში პრეზიდენტი გაივლის კონსულტაციებს უმაღლეს საბჭოში წარმოდგენილ ყველა პოლიტიკურ სუბიექტთან და ამ კონსულტაციების შემდეგ უმაღლეს საბჭოს წარუდგენს კანდიდატურას. ამის შემდეგ, უმაღლესი საბჭო იმსჯელებს კანდიდატურაზე და დაამტკიცებს მას. ასე რომ, როგორც 2016 წელს, როდესაც ბატონი პატარაძის კანდიდატურა იყო წარდგენილი საბჭოსთვის, ახლაც პრეზიდენტი გაივლის კონსულტაციებს პოლიტიკურ სუბიექტებთან, რომლებიც არიან წარმოდგენილი უმაღლეს საბჭოში და ამ კონსულტაციების შემდეგ ის დაასახელებს კანდიდატურას. კანონმდებლობით არ არის გათვალისწინებული კონსულტაციების გავლა მთავრობასთან, მხოლოდ გათვალისწინებულია კონსულტაციები პოლიტიკურ სუბიექტებთან. მანამ სანამ იქნება ახალი მთავრობა უფლებამოსილებას ასრულებს არსებული მთავრობა, ესეც განსაზღვრულია კონსტიტუციური კანონით და ახალი კონსტიტუციით", - აღნიშნა ანა ნაცვლიშვილმა.
საგარეო მიესალმება ნაურუს მიერ ოკუპირებულ ცხინვალთან და აფხაზეთთან დიპლომატიური ურთიერთობების გაუქმებას
კუპრაძე - არაბული ინვესტიციები, რეალურად, არ არსებობს
ლელოს წევრი: რუხაძის გადადგომა იმაზე მეტყველებს, რომ ოცნება კორუფციაშია ჩაფლული
ეროვნულმა შეფასების ცენტრმა ერთიანი ეროვნული გამოცდების პირველი შედეგები გამოაქვეყნა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)