13:41 - 29 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-07-04 12:08:31, 914 ნახვა

პოლიტიკა
ბიბილოვი საქართველოს ნატო-ში შესაძლო გაწევრიანებაზე: ეს შეშფოთებას იწვევს - რუსეთთან ერთად უსაფრთხოებას დავიცავთ

ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი საქართველოს ნატოში შესაძლო გაწევრიანებას გამოეხმაურა. შესაბამისი განცხადება ე.წ. პრეზიდენტმა "იზვესტიასთან" მიცემულ ინტერვიუში გააკეთა.

როგორც ბიბილოვმა აღნიშნა, "ხელისუფლება რუსეთთან ერთად ყველაფერს გააკეთებს რათა რეგიონის უსაფრთხოება უზრუნველყოს".

„საქართველოს უფლება აქვს ნებისმიერ ალიანსს შეუერთდეს, სამხრეთ ოსეთი ამას ხელს ვერ შეუშლის. ამავდროულად, ეს შეშფოთებას იწვევს და სწორედ ამიტომ, ყველაფერი კეთდება, რათა რესპუბლიკის ხალხი შესაძლო პროვოკაციებისა და ძალისმიერი სცენარებისგან დავიცვათ. სწორედ ამიტომ სამხრეთ ოსეთი რუსეთთან ერთად თავდაცვისა და უსაფრთხოების ერთიან კონტურებს ქმნის და ამ მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები უნდა პასუხობდეს ჩვენს საზღვრებთან ნატო-ს ძალების გამოჩენის შესაძლებლობას. ამ ეტაპზე დამატებითი რუსული სამხედრო კონტინგენტის ან ბაზების განლაგების საჭიროება არ დგას“, - განაცხადა დე ფაქტო პრეზიდენტმა.

მანამდე საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ საქართველო შესაძლოა ნატო-ს წევრი 2021 წელს გახდეს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
საგარეო მიესალმება ნაურუს მიერ ოკუპირებულ ცხინვალთან და აფხაზეთთან დიპლომატიური ურთიერთობების გაუქმებას
კუპრაძე - არაბული ინვესტიციები, რეალურად, არ არსებობს
ლელოს წევრი: რუხაძის გადადგომა იმაზე მეტყველებს, რომ ოცნება კორუფციაშია ჩაფლული
ეროვნულმა შეფასების ცენტრმა ერთიანი ეროვნული გამოცდების პირველი შედეგები გამოაქვეყნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics