11:24 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-07-02 13:02:22, 558 ნახვა

რეგიონი
სოფელ ქაქუთში მცხოვრებ ფატი მართალიშვილს 100 წლის იუბილე მიულოცეს და 1000 ლარი გადასცეს

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქაქუთში მცხოვრებ ფატი მართალიშვილს დაბადებიდან 100 წელი შეუსრულდა.

უხუცეს ქალბატონს იუბილე აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა ზაალ მიქელაძემ და ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერმა მირიან ქათამაძე მიულოცეს.

ქალბატონ ფატის აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა, სამინისტროს პროგრამის ფარგლებში 1000 ლარი გადასცა, ხოლო ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერმა საყოფაცხოვრებო ტექნიკა. ფატი მართალიშვილი 1918 წლის 1 ივლისს ქობულეთში დაიბადა. ჰყავს 5 შვილი და 12 შვილიშვილი. „100 წელს გადაცილებულ მოქალაქეთა ერთჯერადი მატერიალური დახმარების“ პროგრამას სამინისტრო 2004 წლიდან ახორციელებს. 2014 წლამდე თითოეულ მოქალაქეზე 500 ლარი გაიცემოდა, 2014 წლის შემდეგ თანხის ოდენობა გაიზარდა და 1000 ლარს შეადგენს.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
პუტინის წარმომადგენელი კირიენკო აფხაზეთში ჩავიდა, მან აფხაზი სეპარატისტების მემორიალი შეამკო
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
კუსტარული ნარკოლაბორატორია აღმოვაჩინეთ, ამოღებულია 7 კგ-მდე ნარკოტიკი - შსს [VIDEO]
უკრაინამ ნიჟნი ნოვგოროდის ოლქში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაბომბა, რომელიც მოსკოვს საწვავით ამარაგებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics