|
2018-06-29 18:08:50, 849 ნახვა
ეკონომიკა
ნიკოლოზ გაგუა: მთავრობის მიერ ინიცირებული სტრუქტურული რეფორმები ხელს შეუწყობს ეკონომიკური ზრდის დაჩქარებას
ფინანსთა მინისტრის, ნიკოლოზ გაგუას განცხადებით, საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელ დირექტორთა საბჭო პოზიტიურად აფასებს ქვეყნის მაკროეკონომიკურ მაჩვენებლებს და მიიჩნევს, რომ ფისკალური დეფიციტი ნორმის ფარგლებშია, გაზრდილია ეკონომიკური აქტივობა, გაძლიერებულია ქვეყნის საგარეო პოზიცია. „საერთაშორისო სავალუტო ფონდი, ასევე, მიუთითებს იმ გამოწვევებზე, რომელიც დღეს ჯერ კიდევ არის ქვეყნის ეკონომიკაში და მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ მიერ განხორციელებული და ინიცირებული რეფორმები სრულად პასუხობს ამ გამოწვევებს. ფონდის აზრით, 2017 და 2018 წლებში, ჩვენ მიერ მიმდინარე ხარჯების შემცირების და არაპირდაპირი გადასახადებით პირდაპირი გადასახადების ჩანაცვლების შედეგად, შესაძლებელი გახდა სახელმწიფო ინვესტიციების ზრდა, გაუმჯობესდა მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი და დაჩქარდა ეკონომიკური ზრდა," - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ნიკოლოზ გაგუამ. მისი განცხადებით, სტრუქტურული რეფორმების პაკეტში აქცენტი კეთდება განათლების, ინფრასტრუქტურისა და კონკურენტუნარიანობის გაძლიერებისთვის საჭირო სტრუქტურულ რეფორმებზე. „ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდი ამ ანგარიშში ხაზს უსვამს აღნიშნული ტიპის რეფორმების საჭიროებას. სავალუტო ფონდის შეფასებით, ქვეყანაში ინიცირებული სტრუქტურული რეფორმების პაკეტის განხორციელება, ხელს შეუწყობს ეკონომიკური ზრდის დაჩქარებას, საწყის ეტაპზე, დაახლოებით, 0.7 პროცენტული პუნქტით, ხოლო შემდგომში, 5 პროცენტით. აღნიშნული ზრდა მოხდება ინვესტიციებისა და მწარმოებლურობის ზრდის ხარჯზე, რაც არის ძალიან პოზიტიური სიგნალი კერძო სექტორისათვის“, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა. მისი თქმით, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში დადებითად არის შეფასებული მთავრობის გადაწყვეტილებები ისეთი სტრუქტურული რეფორმების განხორციელების მიმართულებით, რომლებიც მიზნად ისახავს საგადასახადო ადმინისტრირების გამარტივება/გაუმჯობესებას და ბიზნესგარემოს შემდგომ განვითარებას, ექსპორტის დივერსიფიკაციის, ასევე, თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებების ხელმოწერის გზით.
(NS)
SJP-მ ფორმულას, ტვ პირველისა და პუბლიკას საქმეებზე განგაშის სიგნალი ჩართო
ცაგერის საკრებულოს დეპუტატი „ქურდული სამყაროს“ მხარდაჭერის ბრალდებით დააკავეს
მარეგულირებელი კომისიის მიერ ტვ პირველისთვის დაკისრებული სანქციის გამო, ევროსაბჭომ განგაში გამოაცხადა
ე.წ. ქურდული გარჩევების საქმეზე დაკავებული ლალო გველესიანი და სხვა პირები პატიმრობაში გაუშვეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)