|
2018-06-26 15:55:45, 929 ნახვა
პოლიტიკა
ვოლსკი: რეორგანიზაცია და ოპტიმიზაცია არ არის დაკავშირებული საკადრო შემცირებების ბუმთან
„რეორგანიზაცია და ოპტიმიზაცია არ არის დაკავშირებული საკადრო შემცირებების ბუმთან“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გია ვოლსკიმ მთავრობის სტრუქტურულ ცვლილებებთან დაკავშირებით განაცხადა. როგორც დეპუტატმა აღნიშნა, ეკონომიკურ ზრდასთან ერთად სახელმწიფო სტრუქტურებზე გაწეული ხარჯები იქნება დატოვებული იმავე დონეზე, როგორც აქამდე იყო. „რეორგანიზაცია და ოპტიმიზაცია არ არის დაკავშირებული საკადრო შემცირებების ბუმთან, ვინაიდან, უმუშევრობის პრობლემა ისედაც არსებობს საქართველოში და ეფექტური თანამშრომელი, რასაკვირველია, არის დეფიციტი და არამარტო საქართველოში, აქედან გამომდინარეობს ის, რომ ეკონომიკურ ზრდასთან ერთად სახელმწიფო სტრუქტურებზე გაწეული ხარჯები იქნება დატოვებული იმავე დონეზე, რაც არის ვთქვათ, 2018 წელს. ზრდას კი საკმაოდ სერიოზულს ველოდებით, იმ პროექტების განხორციელებით, რომელსაც მთავრობა გეგმავს, აქედან გამომდინარე, მოპოვებული ბიუჯეტისთვის დამატებითი თანხა არ იქნება საჭირო მთავრობის შესანახად“, - განაცხადა ვოლსკიმ. ცნობისთვის, პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ დღეს მთავრობის სტრუქტურული ცვლილებები წარადგინა. ცვლილებების თანახმად, კულტურისა და სპორტის სამინისტრო შეერწყმება განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს; სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო შეერწყმება იუსტიციის სამინისტროს; ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო უქმდება და მისი ფუნქციები გადანაწილდება სამ სხვადასხვა უწყებაზე: დევნილთათვის განსახლების ფუნქცია გადავა რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში, მიგრაციის კომპონენტი შინაგან საქმეთა სამინისტრო შეითავსებს, ხოლო სოციალური პოლიტიკა გადაეცემა შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს; რელიგიის სააგენტო შეერწყმება შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატს; ეკონომიკის სამინისტროს სივრცითი განვითარების კომპონენტი გადავა რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში.
უკრაინამ რიაზანში Wildberries-ის საწყობი და ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
CENTCOM: აშშ-მ და საუდის არაბეთმა ერაყის ტერიტორიაზე საჰაერო დარტყმები განახორციელეს
ირანმა იორდანიაში აშშ-ის ბაზაზე სარაკეტო თავდასხმაზე პასუხისმგებლობა აიღო
ტრამპმა ზელენსკისთან და ნეთანიაჰუსთან მოლაპარაკებები პროდუქტიულად შეაფასა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)