12:41 - 29 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-26 12:16:09, 1511 ნახვა

პოლიტიკა
10 სამინისტრო და 1 სახელმწიფო მინისტრის აპარატი - მთავრობის ახალი სტრუქტურა ცნობილია

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის ახალი სტრუქტურის პრეზენტაცია გამართა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, ცვლილებების შემდეგ, 10 სამინისტრო და 1 სახელმწიფო მინისტრის აპარატი დარჩება.

კერძოდ, მისი თქმით, კულტურისა და სპორტის სამინისტრო შეერწყმება განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს;

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო შეერწყმება იუსტიციის სამინისტროს;

ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო უქმდება და მისი ფუნქციები გადანაწილდება სამ სხვადასხვა უწყებაზე: დევნილთათვის განსახლების ფუნქცია გადავა რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში, მიგრაციის კომპონენტი შინაგან საქმეთა სამინისტრო შეითავსებს, ხოლო სოციალური პოლიტიკა გადაეცემა შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს;

რელიგიის სააგენტო შეერწყმება შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატს;

ეკონომიკის სამინისტროს სივრცითი განვითარების კომპონენტი გადავა რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
უკრაინამ რიაზანში Wildberries-ის საწყობი და ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
CENTCOM: აშშ-მ და საუდის არაბეთმა ერაყის ტერიტორიაზე საჰაერო დარტყმები განახორციელეს
ირანმა იორდანიაში აშშ-ის ბაზაზე სარაკეტო თავდასხმაზე პასუხისმგებლობა აიღო
ტრამპმა ზელენსკისთან და ნეთანიაჰუსთან მოლაპარაკებები პროდუქტიულად შეაფასა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics