|
2018-06-23 09:29:11, 818 ნახვა
პოლიტიკა
საკონსულტაციო საბჭომ მთავრობის სტრუქტურული რეორგანიზაციის საკითხზე იმსჯელა
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტში კომიტეტთან არსებული „სივრცის დაგეგმვისა და არქიტექტურულ-სამშენებლო სფეროსთან დაკავშირებულ საკითხებზე მომუშავე სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს" სხდომა გაიმართა. კომიტეტის თავმჯდომარემ, რომან კაკულიამ საბჭოს წევრებთან ერთად საქართველოს მთავრობის სტრუქტურული რეორგანიზაციის საკითხებზე იმსჯელა. „მთავრობა და პარლამენტი უახლოესი კვირების განმავლობაში შეიმუშავებენ ოპტიმალური ორგანიზაციული სტრუქტურის მოდელს, რომელმაც ადეკვატურად უნდა უპასუხოს დღევანდელ მოთხოვნებს და გამოწვევებს. ამ პროცესში ზუსტად უნდა განისაზღვროს, როგორი იქნება სამშენებლო საქმიანობის მაკოორდინირებელი პოლიტიკის განმსაზღვრელი სტრუქტურული ერთეული. უნდა შენარჩუნდეს ისეთი სახით, როგორც დღეს არის თუ შესაძლებელია რაიმე, უფრო ოპტიმალური ვარიანტი შევთვაზოთ პრემიერ-მინისტრს",-განაცხადა რომან კაკულიამ. დარგის სპეციალისტებმა და ექსპერტებმა დეტალურად განიხილეს ყველა შესაძლო ვერსია, თუ რომელ სტრუქტურაში უნდა მოხდეს მშენებლობის სფეროს კოორდინირება. დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი და მასთან არსებული საკონსულტაციო საბჭო შესაბამის რეკომენდაციას შეიმუშავებს, რომლითაც პრემიერ-მინისტრს სამომავლო ცვლილებებთან დაკავშირებით საკუთარ ხედვას შესთავაზებს.
უკრაინამ რიაზანში Wildberries-ის საწყობი და ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
CENTCOM: აშშ-მ და საუდის არაბეთმა ერაყის ტერიტორიაზე საჰაერო დარტყმები განახორციელეს
ირანმა იორდანიაში აშშ-ის ბაზაზე სარაკეტო თავდასხმაზე პასუხისმგებლობა აიღო
ტრამპმა ზელენსკისთან და ნეთანიაჰუსთან მოლაპარაკებები პროდუქტიულად შეაფასა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)