|
2018-06-18 12:31:40, 4234 ნახვა
სპორტი
გია გაჩეჩილაძე: მე მინდა, რომ თეა წულუკიანი დარჩეს
პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნება - მწვანეების“ თავმჯდომარე გია გაჩეჩილაძე მიიჩნევს, რომ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა თანამდებობა უნდა შეინარჩუნოს. როგორც გაჩეჩილაძემ აღნიიშნა, წულუკიანმა ჰააგაში აგვისტოს ომის საქმეზე გამოძიება ბოლომდე უნდა მიიყვანოს. „მე მინდა, რომ თეა წულუკიანი დარჩეს. მას დაწყებული აქვს ჰააგაში ძალიან სერიოზული პროცესი და აუცილებლად ბოლომდე უნდა მიიყვანოს რუსეთ-საქართველოს ომის გამოძიების საკითხი“, - განაცხადა გაჩეჩილაძემ. რაც შეეხება მთავრობის სტრუქტურულ ცვლილებებს, გაჩეჩილაძის თქმით, ის აპირებს, რომ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროების გაყოფის საკითხი დააყენოს. „ჩვენ წინააღმდეგი ვიყავით გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროების გაერთიანების. ამიტომ ვფიქრობ, რომ დავაყენებ საკითხის ისევ გაყოფასთან დაკავშირებით. თუმცა ახლა ეს არ მოხერხდება, ამას ბიუჯეტში ცვლილება უნდა, მოვითხოვთ რომ კონსულტაციები დაიწყოს ამ საკითხზე“, - განაცხადა გაჩეჩილაძემ. ცნობისთვის, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი მამუკა ბახტაძე დღეს მინისტრთა კაბინეტის განახლებულ შემადგენლობას წარადგენს. ამასთან, ბახტაძემ გუშინ განაცხადა, რომ სამინისტროების შემცირებას გეგმავს, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, რომელი სამინისტროები გაერთიანდება.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)